,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის – “პირველების” ინფორმაციით, გუნდის შიგნით ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
მედიის ინფორმაციის თანახმად, ,,ენმ”-ს წევრთა მცირე ნაწილი უარზეა, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს და ბოიკოტი შეცვალოს.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმაც. მისი აზრით, ,,ენმ” პარლამენტში უნდა შევიდეს და ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.
ხატია დეკანოიძემ კი თქვა: ,ნაცმოძრაობა” მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს, თან ძალიან მალე. ჩვენი პარტია ყველაზე დიდი პარტიაა, წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია ამ პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.
კომენტარები