• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსკოვში წარმატებული კარიერა მივატოვე და საქმროსთან ამერიკაში წავედი… უყოყმანოდ გავცვლიდი ამერიკის მედიცინას გალში დაბრუნებაზე – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
20:46 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ქართველი კარდიოლოგი, 38 წლის ნანა გეგეჭკორი, უკვე 16 წელია, რაც ემიგრაციაშია. ის პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე და მის მთავარ ოცნებაზე “სარკესთან” საუბრობს:

2002 წელს, მოსკოვში წავედი და იქ ვცხოვრობდი. რუსეთიდან ამერიკაში გამგზავრება ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო. ოჯახურმა გარემოებამ მოიტანა გადასვლის აუცილებლობა, რადგან მე რუსეთში ვიყავი, ჩემი საქმრო კი – ამერიკაში. რთული იყო ვირტუალური ურთიერთობა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. არადა მოსკოვში კარდიოლოგის ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა. ყველაფერს მივაღწიე, რაც კი ჩემს ასაკში იყო შესაძლებელი.

ამერიკაში ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. აქ უცხოურ დიპლომსა და ხარისხს არ აქვს შესაბამისი სტატუსი, ყველაფერი თავიდან უნდა ჩააბარო, მე კი ინგლისური ენაც არ ვიცოდი. ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდის პარალელურად ვსწავლობდი ინგლისურ ენას და სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი.

ამერიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მთელი პროგრამა წელიწადნახევარში გადავაბარე. დღეში 16 საათი ვმეცადინეობდი. მხოლოდ ახალ წელსა და ბავშვების დაბადების დღეს ვაძლევდი თავს უფლებას, წიგნები გვერდზე გადამედო. ოჯახის წევრებმა ძალიან შემიწყვეს ხელი, განსაკუთრებით კი – ჩემი მეუღლის მშობლებმა.

ვმუშაობ ნიუ იორკის საუკეთესო კლინიკაში, სადაც ყველა ასაკის და დაავადების მქონე ადამიანს ემსახურებიან. ჰოსპიტალი უკვე მერვე წელია, პირველია ნიუ იორკის შტატში ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. ასევე აქვთ ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა გულის სარქვლოვან ქირურგიაში.

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა აქ მუშაობა. ძალიან საინტერესო მულტიკულტურული გარემოა როგორც ექიმების, ასევე პაციენტების თვალსაზრისით. ასე მგონია, გეოგრაფიას ვსწავლობ ხოლმე, იმდენი ქვეყნიდან მყავს პაციენტები და იმდენ ენაზე საუბრობენ ისინი.

პირველი კითხვა, რითიც პაციენტთან ურთიერთობას ვიწყებ, არის: “რა ენაზე შემიძლია ვესაუბრო?”. მე ოთხ ენაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი პაციენტების ჯგუფს ხშირად ეს არ ჰყოფნის. ერთხელ ამერიკაში პაციენტი მოვიდა, რომელსაც მეგრულადაც კი ვესაუბრე, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. კილოზე მივხვდი, რომ მეგრული უნდა სცოდნოდა. ჩემთან ერთად იყო ემერჯენსის ექიმი და გაოცებულმა მკითხა, ასეთი რა უთხარი, რომ სახე შეეცვალაო. სხვათა შორის, ძალიან ეფექტური იყო სტრესის მოსახსნელად. იმ წამსვე გაშინაურდა და განიმუხტა. ხშირია შემთხვევები, როცა ქართველი ემიგრანტები თვითმკურნალობას ეწევიან, სანამ მართლა ცუდად არ იგრძნობენ თავს, მაგრამ ძალიან თბილები არიან და ამერიკელ პაციენტებზე უფრო ენდობიან ექიმს.

– ჩემი მეუღლე ქართველია, ჩემსავით დევნილია აფხაზეთიდან. ის სოხუმიდანაა, მე – გალიდან. ჩვენი ორივე ქალიშვილი ამერიკაში დაიბადა. საოცრად გამიმართლა ოჯახში. მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია, მის მშობლებს კი ბიოლოგიური დედ-მამისგან არაფრით ვასხვავებ. ისინიც ამერიკაში ცხოვრობენ. მე მამა ძალიან პატარას დამეღუპა და ახლა გიორგის მამა მიწევს ნამდვილ მამობას.

ყველას ძალიან დატვირთული ცხოვრება გვაქვს. ბებია და ბაბუა მიწევენ ფასდაუდებელ დახმარებას ბავშვების გაზრდაში. სულ ვხუმრობ, რომ ჩემს შვილებს სამი დედა ჰყავთ – მე, ბებია და ბაბუა. ბავშვები სახლში მხოლოდ ქართულად საუბრობენ. ყველა სიტყვას, რაც არ იციან, მათარგმნინებენ ხოლმე და აუცილებლად ქართულად გამოთქვამენ. ოჯახი ქართულად ვცხოვრობთ. მეგობრები და სტუმრები გამუდმებით მიდი-მოდიან. იშვიათად ვართ მარტო. ხან სტუმარი გვყავს, ხან ახალჩამოსული ემიგრანტი – შეფარებული და ასე შემდეგ. ბავშვები ისე შეეჩვივნენ ქართულ სტუმრიანობას, თუ მარტონი ვართ, სულ წუწუნებენ, მოწყენილები ვართო. ძალიან უყვართ საქართველო. ყოველ ზაფხულს საქართველოში მომყავს და დიდი ბრძოლის შემდეგ მიმყავს უკან. არაფრით უნდათ ხოლმე წამოსვლა. განსაკუთრებით უყვართ ანაკლია. იქ ვისვენებდით ორჯერ და ისე მოეწონათ უსაზღვრო სითბო, რასაც ყველა გამვლელ-გამომვლელი ავლენდა მათდამი, დღე არ გავა, იქ წასვლა არ მომთხოვონ. მათი ყველა ოცნება ჯერჯერობით საქართველოში დასვენებას უკავშირდება.

ნინო და ანა-მარია ნიჭიერ ბავშვთა სკოლაში სწავლობენ. ამ სკოლაში მოსახვედრად საკმაოდ რთული გამოცდაა ჩასაბარებელი, რომელიც 4-5 წლის ასაკში ბარდება. ორივემ უმაღლეს ქულაზე დაძლია გამოცდები. 4 წლის ასაკიდან ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებიან.

ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ოდესმე იქ დავბრუნდე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვიგრძნობ. აფხაზეთის მერე საკუთარ სახლში ყოფნის განცდა პირველად მას მერე გამიჩნდა, რაც სახლში ჩემი შვილები მხვდებიან. უცხო ქალაქში გადასვლა და ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს მიჭირდა, რადგან ვერც ერთ გარემოს აღვიქვამდი საკუთარ სახლად.

ისეთი მშობლიური განცდა არც ერთი ქალაქის მიმართ მაქვს, როგორიც გალის მიმართ. ხვალაც რომ დამრთონ ნება, იქ ქართველად დავბრუნდე, უყოყმანოდ გავცვლიდი ულტრათანამედროვე მედიცინას იქაურობაზე.

მეუღლე სოხუმიდანაა, როგორც უკვე ვახსენე. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სტუდენტი იყო უკრაინაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ სწავლა დროებით შეწყვიტა და მამასთან ერთად იბრძოლა ბოლო დღემდე. ომის დასრულებიდან რამდენიმე დღის მერე კოდორის ჯოჯოხეთი გაიარა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.

ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვობის ფოტოებია. თუ ვინმეს ჰქონდა შემორჩენილი, ყველას მოაქვს. ომის გამო ყველამ ყველაფერი დავკარგეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved