• რეკლამა
  • კონტაქტი
13:58, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ძვირდება მედიკამენტები? – ოთხი მიზეზი

ალია ავტორი - ალია
20:28 05-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ბოლო ერთ წელიწადში ჯანდაცვის ჯგუფში ფასები თითქმის 14%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 28,3%-ით არის გაძვირებული.

რატომ ძვირდება წამლები?

გიორგი გოცაძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი:

“საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე. მოხმარებული წამლების 95%-მდე სწორედ იმპორტირებულია. როგორც კი ლარის კურსს რაღაც ემართება, ავტომატურად ეს ცვლილება აისახება წამლის ფასში, მაშინ როცა მოსახლეობის შემოსავალი არ იზრდება. ესა პირველი უმთავრესი ფაქტორია ანუ საზღვარზე შემოტანილი მედიკამენტი ლარის კურსის გამო უკვე გაძვირებულია.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ იმპორტირებული მოცულობების ჩანაცვლება ამ წლების განმავლობაში არ ხდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით. როგორც ვიყავით, ისე ვართ დამოკიდებული იმპორტზე. ეს დარგი არ ითვლებოდა პრიორიტეტულად, რომ სერიოზული ფული დაგვეხარჯა და  უცხოურ მედიკამენტებზე დამოკიდებულება საქართველოში წარმოებული ხარისხიანი მედიკამენტებით ჩაგვენაცვლებინა.

მესამე ფაქტორი, რაც განაპირობებს მაღალ ფასს, ესაა მოხმარება. ჩვენ არ გვაქვს ნორმანული მოხმარება, რასაც განაპირობებს ის საბაზრო ურთიერთობები, რაც დამკვიდრდა ქვეყანაში. ეს დარგი საოცრად რეგულირებულია მსოფლიოში. თქვენ ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, სადაც კონკურენტული აფთიაქები ერთმანეთის გვერდით არის გახსნილი. სახელმწიფო ცდილობს, აფთიაქები 5-6 კილომეტრით იყოს დაშორებული, რომ იმ აფთიაქში ჩადებული ფული, ინვენტარი, დასაქმებული ადამიანების ფული ამოსაღები არ იყოს და წამლის ფასში გადასატანი. ანუ ერთის მხრივ, გვაქვს ჭარბი სააფთიაქო ქსელები, განსაკუთრებით ქალაქში, თორემ რეგიონებში დეფიციტიც კი გვაქვს.

შემდეგი ფაქტორია დაბალანაზღაურებადი ექიმები, რომელსაც ბევრს აწარმოებს ქვეყანა, ვიდრე სჭირდება. შესაბამისად, ექიმის შრომის ფასი  სათანადოდ არ არის და ექიმი იღებს დაბალ შემოსავალს. სიახლეს არ ვიტყვი, რომ ექიმები თავის დაბალ შემოსავალს აკომპენსირებენ საკომისიო გადასახადებით, რასაც ფარმაცევტული კომპანიები უხდიან, რომ მეტი წამლები დანიშნონ და ამ ფასის ასახვაც ხდება მომხმარებლის ჯიბეზე.

რა გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან? აფთიაქების კუთხით არაფერი დარეგულირებულა; იმპორტის ჩანაცვლების კუთხით დიდი ნაბიჯები არ გადადგმულა; ზედმეტი მუშახელის წარმოების კუთხით არაფერი არ გაკეთებულა და მთელი ეს ფასი და ამ ზედმეტი რესურსის შენახვის ფასი წამლის ღირებულებაზე აისახება“.

საერთაშორისო ფონდ “კურაციოსა” და “გალტ ენდ თაგარტის” კვლევის მიხედვით, გასული წლის მდგომარეობით, მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე დახარჯული თანხის წილი ჯანდაცვის საერთო ხარჯებში 96%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსახლეობის ორი მესამედი მედიკამენტებს საკუთარი ჯიბიდან ყიდულობს და სახელმწიფოს მონაწილოება ამ ხარჯებში ძალიან მცირეა.

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved