• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბელარუს ოპოზიცინერს, მარია კალესნიკავას, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ალია ავტორი - ალია
20:05 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ბელარუსი პოლიტპატიმრის, მარია კალესნიკავას სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა და ახლა მსჯავრდებული საქმის მასალებს ეცნობა. რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ცნობით, კალესნიკავას სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება: სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა და ინტერნეტითა და საინფორმაციო საშუალებებით ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებისაკენ მიმართული მოწოდებები.

თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის მტკიცებულებებს, მარია კალესნიკავას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მარია კალესნიკავა 2020 წლის სექტემბერში, უკრაინის საზღვართან ბელარუსის ოპოზოციის საკოორდინაციო საბჭოს ორ წევრთან, ანტონ რადნიაკოვთან და ივან კრავცოვთან ერთად დააკავეს. რადნიაკოვი და კრავცოვი უკრაინაში არიან დეპორტირებულნი.

გასული წლის 16 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის მარია კალესნიკავას სახაროვის პრემია გადასცა აზროვნების თავისუფლებისთვის.

6 ნოემბერს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს.

მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი.

თეგები: ბელორუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved