• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითხოვთ ხელფასის 150 ლარით გაზრდას” – გაფიცვის მე-10 დღე ოზურგეთში

ალია ავტორი - ალია
19:49 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ოზურგეთში, ფქვილის საწარმოში დასაქმებული მუშები მე-10 დღეა გაფიცულები არიან.

გაფიცული თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ. როგორც საწარმოს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე კვლავ არ არის მიღწეული, რის გამოც, ისინი აგრძელებენ გაფიცვასა და საპროტესტო აქციებს.

“გუშინწინ გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ დრო სჭირდებოდათ. მათ ითხოვეს ორი დღე, რათა ამ საწარმოს მეპატრონესთან ჰქონოდათ მოლაპარაკება. ასე აჭიანურებენ დროს, რაშიც გავიდა 10 დღე, რის გამოც წარმოებამ ნახა უდიდესი ზარალი.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასი ფიქსირებული 800 ლარი. აქამდე ჩვენ გვქონდა ფიქსირებულად 650 ლარი, მაგრამ იყო შრომითი ექსპლუატაცია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში 650 ლარი ეწერა, როგორც ფიქსირებული, ჩვენ გვამუშავებდნენ საათობრივ ანაზღაურებამდე და გვატყუებდნენ. ხან საათში 2 ლარი გამოგვდიოდა, ხან — 3, და თვის განმავლობაში ვაგროვებდით 12 სამუშაო დღეს, 15 დღეს, ხელფასს კი არასტაბილურად ვიღებდით, ხან 300 ლარს, ხან- 450 ლარს, ხანაც- 500-ლარს”, — ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გარდა ხელფასების მატებისა, გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

“დაწესებულებაში უნდა მოეწყოს გამოსაცვლელი ოთახი და აბაზანა. გაფიცულები ითხოვენ სამზარეულოს კეთილმოწყობასაც, ხელმძღვანელობის მხრიდან დასაქმებულებისადმი პატივისცემასა და შესაბამის მოპყრობას, ხელფასის შრომა-საათებისა და ღამის ცვლების გათვალისწინებით, სამართლიან გამოთვლას; თანაბარ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის თანაბარ ანაზღაურებასა და დამლაგებლის შტატის შექმნას”, — უთხრა გაფიცულთა ადვოკატმა ნეტგაზეთს.


სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ნაწილმა ოზურგეთის ფქვილის საწარმოს თანამშრომლებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ფულის შეგროვება დაიწყო. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, უკვე შეგროვდა 1 700 ლარი, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებს გადაეცემათ.

თეგები: აქციაოზურგეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved