• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები) – ჰამასმა თელ-ავივი დაბომბა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
00:48 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ცენტრალურ ისრაელში უპრეცენდენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება, ადგილობრივი მედიის ცნობით, საბრძოლო რაკეტას ემსხვერპლა ისრაელის ერთი მოქალაქე, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა. 

პალესტინელმა სამხედროებმა დაბომბეს ეილათ-აშკელონის გაზსადენი, ქალაქ ჰოლონში კი ჭურვი მოხვდა სამგზავრო ავტობუსსაც. 

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის თელავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა – 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.

ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან მუქარის განხორციელების შემდეგ შეწყდა ყველა ფრენა თელავივის მიმართულებით, საცხოვრებელ უბნებში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერდა.

Channel 12-ის რეპორტიორის ცნობით, თელავივის ახლოს მდებარე დასახლებულ ქალაქში, ჰოლონში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს საბრძოლო რაკეტა მოხვდა. 

“ჩვენ ახლა აღვასრულებთ ჩვენს დაპირებას”, – განაცხადა ჰამასის სამხედრო ფრთამ, – “ჩვენი საბრძოლო ბრიგადები ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ თელავივის და მისი შემოგარენის მიმართულებით, 130 საბრძოლო რაკეტით. ეს არის პასუხი დასახლებულ შენობებზე მტრების თავდასხმებზე”. 

რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა. 

ისრაელმა ღაზის დასაბომბად 80 საბრძოლო რაკეტა გაგზავნა, სექტორის საზღვართან კი ტანკები ჩააყენა. 

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. სადაო ქალაქსა და დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ მიმდინარე შეტაკებების შედეგად 700 პალესტინელი დაშავდა, 500 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 

წყარო – ფორმულა

თეგები: ისრაელიპალესტინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved