• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

900 ათასი წლის წინ ადამიანი კინაღამ გადაშენდა – კვლევა

ალია ავტორი - ალია
20:35 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

ახალი კვლევის თანახმად, დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანი კინაღამ გადაშენდა. ამ პერიოდში თანამედროვე ადამიანის უძველესი წინაპრების გლობალური პოპულაცია 1 280 ინდივიდამდე შემცირდა და დაახლოებით 117 ათასი წლის განმავლობაში ამ რაოდენობას ინარჩუნებდა.

31 აგვისტოს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული, კომპიუტერულ მოდელზე დაფუძნებული კვლევა ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში მოღვაწე მეცნიერებს ეკუთვნით. სტატისტიკური მეთოდისთვის 3 154 ადამიანის გენომი გამოიყენეს.

მეცნიერების დასკვნით, კლიმატის ცვლილებამ დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანის პოპულაციის კრახი გამოიწვია, ადამიანის სახეობაზე ბოთლის ყელის ეფექტმა იმუშავა და ინდივიდების რაოდენობა დაახლოებით 98 ათასიდან 1 280-მდე შემცირდა.

ბოთლის ყელის ეფექტი ევოლუციური მექანიზმის, გენების დრეიფის უკიდურესი ფორმაა, რომლის დროსაც ბუნებრივი კატასტროფის, თუ სხვა მიზეზის გამო ინდივიდების უმრავლესობა იხოცება და მხოლოდ მცირე რაოდენობა აგრძელებს არსებობას.

ამ ცვლილებებმა, სავარაუდოდ, გამოიწვია ადამიანის ახალი სახეობების, ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელის განვითარება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პრიმატებს 24 წყვილი ქრომოსომა აქვთ, მაშინ როდესაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ 23. მათი ანალიზით, კლიმატის ცვლილებას 24 წყვილი ქრომოსომის მქონე ინდივიდებმა ვერ გაუძლეს, რის საფუძველზეც მცირე რაოდენობის, 23 წყვილი ქრომოსომის მქონე პოპულაცია გადარჩა და თანამედროვე ადამიანის ევოლუციას დაუდო სათავე.

ახალ კვლევას კრიტიკოსებიც ჰყავს. ლაიფციგის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკოსის, მაქს პლანკის თქმით, კვლევა საკმარისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული:

“მიგნება მართლაც გამაოგნებელია და ვფიქრობ, რაც უფრო გამაოგნებელ რამეს ამტკიცებ, მით უკეთესი მტკიცებულება გჭირდება”. – თქვა პლანკმა.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved