• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

90 წლის ნანი ბრეგვაძის პოზიციის განქიქება არ შეიძელბაო და შეურაცხყოფენ 90 წელს მოღწეულ რობერტ სტურუას – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
14:04 09-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,928

,,ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე:

,,აკაცუკური ლოგიკა

ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებაზე აკაცუკების მიერ ატეხილმა წიოკმა დაგვანახვა, რომ თურმე დღევანდელ საქართველოში არსებობენ ხელშეუხებელი ავტორიტეტები, კუმირები, ერის სიმბოლოებად ქცეული ცოცხალი ლეგენდები, რომელთა სახელის და შემოქმედების კრიტიკულ კონტექსტში ხსენება ან გაშარჟება, ყველას მიერ უნდა აღიქმებოდეს მკრეხელობად და ეროვნული სიწმინდის შელახვად, ხოლო ვინც ამას გაბედავს, ისინი ნამდვილმა “პატრიოტმა ერის შვილებმა” ლინჩის წესით უნდა ჩაქოლონ და ჩააქვესკნელონ.

ამას ის ხალხი აცხადებს, ვინც სულ ორი ათეული წლის წინ ლაფში სვრიდა მთელ ქართულ ინტელიგენციას, ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებს ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში კეტავდნენ, წყლის დალევის საშუალებას არ აძლევდნენ, ტუალეტით სარგებლობას უკრძალავდნენ, შემდეგ კი ყველანი ერთად ჩარეცხეს.

ეს ის ხალხია, ვინც არ ერიდებოდა საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტის (პატრიარქის) მოხსენიებას უარყოფით და შეურაცხმყოფელ კონტექსტში, ისინი ვინც დღესაც არ აკლებს არათუ კრიტიკას ან გაშარჟებას, არამედ უკიდეგანო ლანძღვა-გინებას ნანი ბრეგვაძეზე არანაკლები მასშტაბის ცნობილ ქართველებს.

ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს (მათ შორის გაშარჟებით) მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი.

ზოგი ამბობს, როგორ შეიძლება 90 წლის ღვაწლმოსილი შემოქმედის პოზიციის განქიქებაო, მაგრამ ასეთებს ავიწყდებათ, რომ მიუღებელ ავტორიტეტებთან ბრძოლა (ხშირად მიუღებელი მეთოდებით) სწორედ მათი მოგონილი და დანერგილია.

ოღონდ ისინი უფრო შორს მიდიან და საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებად არა უბრალოდ, ვინმესთვის რამის დაბრალებას, არამედ უშვერი სიტყვებით ლანძღვა გინებას არჩევენ პრიორიტეტად.

მაგალითად, გავიხსენოთ როგორ შეურაცხყოფენ ასეთები არანაკლებ დიდ ხელოვანს და ასევე 90 წელს მიღწეულ რობერტ სტურუას.

საყოველთაოდ ცნობილია მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი აბორიგენი ტომის წარმომადგენლები დიდ უბედურებად მიიჩნევენ, თუ მეზობელი ტომის წარმომადგენლები ხოცავენ მათი ტომის კაცებს და აუპატოურებენ მათ ქალებს, მაგრამ ამ აბორიგენებს დიდ სიკეთედ მიაჩნიათ, როდესაც თვითონ ისინი იგივე ქმედებას ჩადიან მეზობელი ტომის მიმართ.

ჩვენი აკაცუკების ლოგიკაც სწორედ ასეთი პრიმიტიული აზროვნების მასშტაბს ვერ არიან გაცდენილები, ამიტომაც იგდებენ ხოლმე ხშირად თავს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში.“

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved