ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„90-იანი წლების პორველ ნახევარში, თბილისის ერთი ადგილიდან მეორეში რომ მინდოდა მისვლა, გაჩერებაზე მივყვებოდი ნებისმიერ ტრანსპორტს, პრინციპით “სადღაცამდე მიმიყვანს და იქნება მერე კიდევ რაღაც”, მერე სადმე მივიდოდი და ისევ იგივე პრინციპით, რომ ბოლოს როგორმე დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი.
იგივეა დღესაც, მხოლოდ ტექნიკური საშუალებებია გაუმჯობესებული.
პრაქტიკულად, კატასტროფული მდგომარეობაა სამგზავრო გადაზიდვებში, უკიდურესად შეზღუდულოა მარშრუტები, გვჭირდება რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლა და თითოეული მათგანი დადის ძალიან იშვიათად და ა.შ.
მომატებულია ტარიფები და გაუარესებულია სამგზავრო პროცესი.
გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილებთან წვდომა იმდენად შეზღუდული და გართულებულია, რომ კრიტიკასაც ვერ უძლებს.
90-იანების პირველი ნახევრის პერიოდის მერე ასეთი ჩავარდნა სამგზავრო გადაზიდვებში არ გვქონია“.
კომენტარები