• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“9 წლის შემდეგ 7 ნოემბრის შემოქმედები იგივე მეთოდებით, ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ ხალხზე” – უცნობი

ალია ავტორი - ალია
14:46 11-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) განაცხადა:

„არ აგარევინებთ! 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ!

2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა ერთ დღეში – რამდენჯერმე სასტიკად დაარბია და სისხლში ჩაახშო მშვიდობიანი პროტესტი, ძალადობრივად შეიჭრა ტვ იმედში და იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე.

ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად არაფორმალური დაჯგუფებები(ზონდერები) სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, მოშიმშილე პოლიტიკურ ლიდერებს, არ ინდობდნენ ჟურნალისტებს და არ ერიდებოდნენ არც სახალხო დამცველს. ამ საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაციით სააკაშვილს სურდა ნაცმოძრაობის წინააღმდეგ სახალხო პროტესტის ჩახშობა და მოსახლეობაში შიშის დანერგვა, რათა აღარავის გაებედა სამართლიანობისთვის ქუჩაში გამოსვლა ან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გახმოვანება.

სამწუხაროდ, სისხლიანი დარბევები ამით არ დასრულებულა, წლების განმავლობაში მათი ხელისუფლების მთავარი ფუნქცია პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

დღეს, 2021 წელს სისხლიანი რეჟიმის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ იგივე ადამიანები (7 ნოემბრის შემოქმედები) იგივე მეთოდებით, ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ ხალხზე. მათ ამოძრავებს რევანშის დაუოკებელი წყურვილი, დესტაბილიზაციის და ქვეყნის არევის გზით იბრძვიან ძალაუფლების დასაბრუნებლად!

ცხადია ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს, მოსახლეობამ არჩევნებში უკვე გასცა პასუხი მათ ბოროტ მიზნებს, 7 ნოემბერს კი შევიკრიბებით იქ სადაც დაიწყო მშვიდობიანი მოშიმშილეების დარბევა (პარლამენტის წინ), გავიხსენებთ ამ ტრაგიკულ მოვლენას და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყველას, რომ ამ ქვეყანაში 7 ნოემბერი აღარასოდეს უნდა განმეორდეს!“

თეგები: უცნობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved