• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 რამ, რაც მადიარმა წინასაარჩევნოდ გააკეთა – რას წერს გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:35 04-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,225

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

დიდი ინტერესით ვუსმენ და ვკითხულობ, ნეტა საქართველოში ოპოზიციამ თუ გამოიტანა რაიმე სწორი დასკვნა უნგრეთიდან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს ჯერ ვერა.

პირველი: უნდა დავიწყოთ ყველაზე მარტივი მოცემულობით – საქართველოში ოპოზიცია დაჩეხილი და ფრაქციულია, რომელმაც გადაწმყვეტ მომენტშიც კი ვერ შეძლო გაერთიანება. უნგრეთში მადიარის პარტია ტისამ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია გააერთიანა. როცა იცი რომ ოთხი გაერთიანების იმედად კი არა, ერთი ძლიერი ძალით ხარ წარმოდგენილი, ბევრად მეტ ნდობას იწვევ.

მეორე: მადიარის შემთხვევაში არსებობდა ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი ორატორული უნარები. საქართველოში პოლიტიკოსების უმრავლესობას ძალიან უჭირს აზრის ჩამოყალიბება და გადაცემა. ქარიზმის საოცარი დეფიციტია. სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაში ადამიანებს უნდათ მედროშე, წინამძღოლი და ლიდერი.

მესამე: მადიარმა საკუთარი საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 3 წლით ადრე დაიწყო და ეს გააკეთა ქვეყნის ყველაზე პრო-სახელისუფლებო რეგიონებიდან, ქვეყნის აღმოსავლეთიდან. დადიოდა პატარა სატვირთო მანქანით, დგებოდა საბარგულზე და ისე ჰქონდა კომუნიაცია 20-30 ადამიანთან. გამოდიოდა არამხოლოდ სიტყვით, არამედ დებატობდა მათთან. საქართველოში ოპოზიცია დიდ ქალაქებში ძვირფასი ტანისამოსით დადის, მაგრამ ხარაგაულის დანგრეული სოფლები ავიწყდება.

მეოთხე: საქართველოში ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს. დიახ, არიან ლიდერთა ჯგუფი, საკმაოდ ჭრელი პოლიტიკური წარსულთა და ჭრელი პოლიტიკური ერთგულებით, პოლიტიკური პრინციპების გარეშე. მადიარის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიდეზთან იყო დაკავშირებული, ყოველთვის ერთი იდეოლოგიური ხაზი ჰქონდა – კონსერვატიზმი, რუსეთის შეკავება, ანტიმიგრაცია, ანტიკორუფცია და ბოლომდე ასეთად დაჩა.

მეხუთე: უნგრეთში სამაუწყებლო მედია საშუალებები უფრო რთულად მუშაობდა ოპოზიციის სასარგებლოდ, ვიდრე საქართველოში. ამისდა მიუხედავად, ოპოზიციამ შექმნა თავისი სოციალური ქსელებისა და რაც მთავარია Youtube სამაუწყებლო მედია, რომელიც ეთმობოდა ყველას და ყველაფერს. ეს იყო ძალიან ჯანსაღი პროცესი.

მეექვსე: მადიარის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ხაზგასმა, რომ მისთვის პრიორიტეტი იყო საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა და ვერც ტრამპი გადაწყვეტდა მათ ბედს და ვერც მოსკოვი. ის კი არა, იგი ბრიუსელისაგანაც დისტანცირდებოდა და მთავარ ფოკუსს აკეთებდა საკუთარ ამომრჩეველზე. საქართველოში კი ოპოზიცია მუდმივად იყო დამოკიდებული იმაზე თუ როგორ შეაფასებდა მათ ქმედებას ვაშინგტონი ან ბრიუსელი. დღესაც ასეა – თითქოს მთელი პოლიტიტიკური პროცესი იმაზე აქვს ოპოზიციას აგებული, თუ როგორ უნდა მოაწონოს თავი ვიღაცას შორს და როგორ უნდა გამოსტყუოს რაღაც ხელისუფლების წინააღდეგ. ამის მთავარ მიზნად დასახვაა არასწორი და რომელიმე ტელევიზიაში ჩართვა და თავმომწონედ საუბარი “აგერ მე ბრიუსელში ვარ ახლა და ვმუშაობ”, მართლა არაფრისმომცემია. სწორედ გამიგეთ: კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთია და კომუნიკაციის მთავარ სტრატეგიად გადაქცევა – სრულიად სხვა.

მეშვიდე: გამბედაობა, ბოდიში და საკუთარ თავზე მუშაობა – მადიარი არჩევნებისას რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ საკუთარ თავზე გააგრძელებდა მუშაობას. შეცდომებს რომ უშვებდა ამბობდა, ეს არასწორი იყო და გამოვასწორებო. შენიშვნას თუ ეუბნებოდა მოქალაქე – არ გაურბოდა და უსმენდა და ცდილობდა გამოესწორებინა ის. ანუ იყო ნამდვილი ლიდერი, რომელიც ყოველდღიურად იზრდებოდა და ზრდიდა საკუთარ ამომრჩეველსაც. საქართველოში პოლიტიკოსებმა მინდა გაიგონ, რომ შეცდომა არ არის პრობლემა, მთავარია სწორი დასკვნა გამოიტანო იქიდან.

მერვე: სტრატეგიული კომუნიკაცია. მადიარი ხშირად ამბობდა, რომ პროპაგანდით გამოზრდილი მოქალაქის მხარდაჭერა არასერიოზული და მყიფეა. მისი პოლიტიკური მიზანი იყო ამომრჩეველთან სწორი, გულწრფელი და საკმაოდ პერსონალური სტრატეგიული კომუნიკაცია – ყოველდღიურ პრობლემებზე, ფასებზე, კორუფციაზე, საგარეო პოლიტიკაზე და სხვა. ანუ თითოეული მყარი ამომრჩეველი მისი ადგილობრივი მხარდაჭერის ბასტიონი გახდა. იგი თავად ქმნიდა იმ თემებს, რომელზე საუბარიც და განხილვაც მას უნდოდა. და რაც მთავარია: მადიარის კამპანია არ იყო რეზონანსული – ანუ მოვლენის შეფასებას კი არ ახდენდა, თავად ქმნიდა მოვლენას ან განხილვის თემას.

მეცხრე: მადიარი არის რეალური კონსერვატორი. ჩვენს რეალობაში, კონსერვატიზმის, რეალური კონსერვატიზმის ოღონდ, ხელშესახები დეფიციტია – ხელისუფლება იბრალებს, მაგრამ არაფერი აქვს საერთო, ხოლო ოპოზიცია გაურბის ამ ტერმინს.

ცხადია, საქართველოში რუსული გავლენა ბევრად ძლიერია, ვიდრე უნგრეთში და მდგომარეობაც ბევრად რთულია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხელისუფლება დგას არა თავის სიძლიერეზე, არამედ პოლიტიკური ქსელის სისუსტეზე.

მადიარის საარჩევნო მანქანის ფოტო;

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved