,,ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:
,,რუსულმა ე.წ. „ალტ-ინფომ“ და რეალობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაწვა ევროკავშირის დროშა. ეს არის მიუღებელი. ჩვენ არ გვსურს რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. მე გთავაზობთ, 9 აპრილს 17 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეასრულონ. მივცეთ დრო, რომ როგორც რუსული კანონი გაიწვიეს 3 წუთში, ისე ანახონ საქართველოს, რომ იწყებენ 12 რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ და მშვიდობიანად შევიკრიბოთ 9 აპრილს პარლამენტის წინ“
კომენტარები