1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
36 წლის წინ დაღუპული გმირები არიან:
- აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის;
- ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის;
- თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის;
- ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის;
- მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის;
- ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის;
- ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის;
- მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის;
- თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის;
- მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
კომენტარები