• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 აპრილის მემორიალი დავიცავით რუსული რეჟიმისგან – ზვიად ცეცხლაძის მამა

ალია ავტორი - ალია
14:24 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

ფოტო: ipn

აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა:

„ჩვენ ჩვენი მოძრაობის შექმნის შემდგომ პირველი აქცია დავაანონსეთ 8-9 აპრილისთვის და კონკრეტულად ვუთხარით საზოგადოებას ჩვენი მიზნების შესახებ. ეს მიზნები იყო: უნდა გაგვეცოცხლებინა 1989 წლის 9 აპრილი; ასევე 2 წლის შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის 9 აპრილი და საზოგადოებისთვის უნდა გვეთქვა მთავარი სათქმელი, რომ დღეს, როგორც მაშინ (90-იან წლებში), აუცილებლად დავიცავდით რუსული რეჟიმისგან 9 აპრილის მემორიალს და ჩინოვნიკებს, რომლებსაც ეს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ, არ მივცემდით უფლებას, მისულიყვნენ იქ პროპაგანდის მიზნით, ფარისევლურად, ყვავილები მიეტანათ და შემდგომ ეს გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს რამედ უღირთ 9 აპრილი ან 9 აპრილს დაღუპული ადამიანები. ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ – იმ რუსეთისკენ, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს ნიჩბებით აჩეხა საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ჩვენი სატესტო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, გვაინტერესებდა, რა შედეგს მივიღებდით პირველივე დაანონსებულ აქციაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აქცია შედგა – როგორც 8 აპრილის ღამის თევის ნაწილში, ასევე დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების თვალსაზრისით.

მიუხედავად დიდი პოლიციური რეჟიმისა, ჩვენ ძალიან მედგარი წინააღმდეგობა დავახვედრეთ მათ და საქმე შეხლა-შემოხლამდე და დარბევამდე აღარ მისულა. გაითვალისწინეს, რომ აქციის მონაწილეები მობილიზებული იყვნენ წინააღმდეგობის გასაწევად. ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გამოაჩინა თავისი ბრძოლის ჟინი, რომ მზად არის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი წესებით და მეთოდებით იბრძოლოს. მინდა, ეს თვითმარქვია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს – რაც უფრო მეტ სადამსჯელო კანონებს მიიღებს და მარწუხებში მოაქცევს ქვეყანას, მით უფრო მეტ რადიკალურ ბრძოლის მუხტს მიიღებს. ეს არავის აწყობს – არც ქვეყანას, არც ჩვენ და არც თვითმარქვია ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი მიზნები და გეგმები სრულად შედგა და შემდგომ მიზნებთან და გეგმებთან დაკავშირებით დღევანდელი დღის დასრულების შემდგომ აუცილებლად მოვიყრით თავს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავაანონსებთ და როგორც დღეს შევასრულეთ, ისე შევასრულებთ შემდგომში ყველაფერს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved