• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“9-10 წლის ბავშვები ვენებს რომ “აჯიბრებენ”, ვინ უკეთ იკეთებს ნარკოტიკს, იცით,  ხელისუფლებავ?” – რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:39 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

“ამ მშვიდობითა და მოთუხთუხე ეკონომიკით განთქმულ ქვეყანაში ამდენი არასრულწლოვანი რომ იქცა დამნაშავედ, ყოველ ღამით რომ კომერციულ ობიექტებს ძარცვავენ, ქურდობენ, სისხლიან გარჩევებს აწყობენ, არის ვინმე პატრონი?

ბავშვები, 9-10 წლის და წარმოიდგინეთ, უმცროსებიც რომ ეზოებში ნარკოტიკებზე საუბრობენ, ერთმანეთს უკვე გამოცდილებას უზიარებენ და ვენებს “აჯიბრებენ”, ვის უკეთესად შეუძლია ნარკოტიკის გაკეთება, იცით ამის შესახებ რამე @საქართველოს ხელისუფლებავ (ვერ მოგნიშნეთ რატომღაც)?

სკოლებში რომ არასრულწლოვნების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარ კრიმინალურ ან ნარკოტიკულ საშუალებებთან ურთიერთობის გამოცდილებას აცნობს თანატოლებს და ამით ამაყობს, ამის შესახებ გსმენიათ რამე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო?

ჩემი და ჩემსავით არაგულგრილი ადამიანების ფრაგმენტული ჩარევა არ ყოფნის ამას, სისტემური ამბავია და ამდენ “ამბიციურ გეგმაში” ვერაფრით მოხვდა ხო ეგ პრობლემა? თუ საერთოდაც ეგ რა პრობლემაა?

კაი, ათუხთუხეთ ეკონომიკა და იძახეთ, რომ ქვეყანაში ომი არაა. ამ არასრულწლოვნებს რომ კარგავთ ასობითა და ათასობით, მაგას ნუ შეიმჩნევთ, მთავარია, თქვენ იყოთ მარადიული სხივით ნათელდამდგარი და ქებული.”

 

თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved