• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

82 წლის ნენსი პელოსი – აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ქალის გზა კაპიტოლიუმის მწვერვალამდე

ალია ავტორი - ალია
15:33 08-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303
14:04 / 03-08-2022
82 წლის ნენსი პელოსი - მსოფლიო პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშე, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ქალის გზა კაპიტოლიუმის მწვერვალამდე

ნენ­სი პე­ლო­სი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლის სა­ხე­ლი და გვა­რია. 82 წლის ნენ­სი უკვე წლე­ბია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კის ავან­გარ­დშია. ის ათწლე­უ­ლე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ატ­რის მთა­ვა­რი მო­თა­მა­შეა. მას ახა­სი­ა­თე­ბენ რო­გორც გამ­ბე­დავ და უში­შარ ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ამინდს ქმნის.

ნენ­სი პე­ლო­სის სა­ხე­ლი არა­ერთ გა­ბე­დულ ნა­ბიჯს უკავ­შირ­დე­ბა, ბოლო ქმე­დე­ბამ კი ის კი­დევ ერთხელ აიყ­ვა­ნა უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე – სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალს, თუ რო­გორ ჩა­ვი­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი ტა­ი­ვან­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვი­ზი­ტით, ჩი­ნე­თის მუ­ქა­რი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და უშუ­ა­ლოდ ტა­ი­ვა­ნი­დან გა­ნა­ცხა­და, – ამე­რი­კე­ლებს მუ­დამ უნდა ახ­სოვ­დეთ თა­ვი­ან­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად რო­გორც ტა­ი­ვან­ში, ასე­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­შიო.

პე­ლო­სი არის აშშ-ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ი­ვანს ეწ­ვია.

  • ნენ­სი პე­ლო­სის როლი აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ში

ნენ­სი პე­ლო­სი არის პირ­ვე­ლი ქალი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა არა­ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის დღის წეს­რი­გის შეც­ვლა­ში, ზო­გი­ერ­თის წარ­მა­ტე­ბა­ში და ასე­ვე ზო­გი­ერ­თის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის ჩაშ­ლა­ში.

ის 2021 წელს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რად მე­ო­თხე ვა­დით აირ­ჩი­ეს. გამ­ჭრი­ა­ხო­ბამ, უნარ­მა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის” ერ­თი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში და პო­ლი­ტი­კურ თე­ატ­რში მის­მა ინ­სტინ­ქტებ­მა, ნენ­სი კა­პი­ტო­ლი­უ­მის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად აქ­ცია, თუმ­ცა კრი­ტი­კო­სე­ბის მთე­ლი არ­მი­აც შე­მა­ტა.

პე­ლო­სი პირ­და­პირ და ღიად უპი­რის­პირ­დე­ბო­და დო­ნალდ ტრამპს. 6 იან­ვარს, რო­დე­საც ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბი კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შე­იჭრ­ნენ, მათი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე პე­ლო­სის კა­ბი­ნე­ტი იყო, რო­მე­ლიც და­არ­ბი­ეს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წლის შუ­ა­ლე­დუ­რი კამ­პა­ნი­ის დროს, რეს­პუბ­ლი­კელ­მა დე­ვიდ ბრატ­მა ერთ დე­ბა­ტებ­ში 21-ჯერ ახ­სე­ნა ნენ­სი პე­ლო­სი და მისი “ლი­ბე­რა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი.“

ამ ნა­ბი­ჯ­მა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღო რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­თვის, რად­გან მა­შინ დე­მოკ­რა­ტებ­მა მი­აღ­წი­ეს ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას პა­ლა­ტა­ში, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მას დაბ­რკო­ლე­ბად ჰყავ­და პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი და სე­ნა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მიჩ მა­კკო­ნე­ლი.

ნენ­სი პე­ლო­სი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს არი­დებ­და ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის წარ­მარ­თვას, მაგ­რამ 2019 წელს თქვა, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ძა­ლა­უფ­ლე­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებ­და და რომ ამის იგ­ნო­რი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი კად­რი – 2020 წელს, რო­დე­საც დო­ნალდ ტრამ­პი კონ­გრეს­ში სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და, ნენ­სიმ პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის ტექ­სტის ასლი სა­ჯა­როდ და­ხია

 

შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტი ტა­ში­თაც “და­ა­ჯილ­დო­ვა”
  • ოჯა­ხი

ნენ­სი პე­ლო­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და იყო შვი­დი შვი­ლი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი. ოჯა­ხი ბალ­ტი­მორ­ში ცხოვ­რობ­და. ნენ­სის მამა ქა­ლა­ქის მერი იყო. ნენ­სი ვა­შინგტონ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და, სა­დაც გა­იც­ნო და სა­ბო­ლო­ოდ და­ქორ­წინ­და ფი­ნან­სისტ პოლ პე­ლოს­ზე.

წყვი­ლი ჯერ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ხოლო შემ­დეგ – სან ფრან­ცის­კო­ში, პე­ლო­სი თავ­და­პირ­ვე­ლად არ მუ­შა­ობ­და, დი­ა­სახ­ლი­სი იყო. მან ექვს წე­ლი­წად­ში ხუთი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა – ოთხი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი.

ნენ­სი პე­ლო­სი და მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი

 

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

ნენ­სი პე­ლო­სი პო­ლი­ტი­კა­ში 1976 წლი­დან ჩა­ერ­თო. გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი ძვე­ლი ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი და და­ეხ­მა­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტორს, ჯერი ბრა­უნს მე­რი­ლენ­დის პრა­ი­მე­რის მო­გე­ბა­ში, რო­დე­საც ის საპ­რე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

შემ­დეგ, ამა­ვე შტატ­ში, “დე­მოკ­რა­ტე­ბის” რი­გებ­ში იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი, “დე­მოკ­რა­ტე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, რის შემ­დე­გაც, 1988 წელს კონ­გრეს­ში ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.

ბილ კლინ­ტონ­თან ერ­თად – ფოტო ნენ­სის კონ­გრეს­მე­ნო­ბის პე­რი­ო­დი­დან

 

2001 წელს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად მე­ო­რე პირი გახ­და. მომ­დევ­ნო წელს კი უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი.

  • უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ას­ვლა

2003 წელს ნენ­სი პე­ლო­სი იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერაყ­ში შეჭ­რის. ის სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ღიად, ხმა­მამ­ღლა ამ­ბობ­და. ამ­გვარ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ კი დი­ვი­დენ­დე­ბი 2006 წელს მო­ი­ტა­ნა, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტებ­მა 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად აი­ღეს კონ­ტრო­ლი პა­ლა­ტა­ზე.

პარ­ტი­ამ ის პა­ლა­ტის სპი­კე­რად აირ­ჩია და გახ­და პირ­ვე­ლი ქალი აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც ამ პოსტზე უმუ­შა­ვია.

ოთხი წლის შემ­დეგ, დე­მოკ­რა­ტებ­მა კონ­გრე­სის ქვე­და პა­ლა­ტა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა პე­ლოს­მა და­ა­მარ­ცხა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და 2018 წელს კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა სა­თა­ვე­ში.

  • გავ­ლე­ნა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პა­ლა­ტის სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა გავ­ლე­ნი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის თვალ­სა­ზი­რი­სით, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შემ­დეგ, მე­სა­მეა.

პრეს­ტიჟს მისი უზარ­მა­ზა­რი ოფი­სიც უს­ვამს ხაზს. პა­ლა­ტა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უ­ზღუ­და­ვი კონ­ტრო­ლი აქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცეს­ზე.

სპი­კე­რი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ, რო­მე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლონ და უყა­რონ კენ­ჭი. ად­გე­ნენ დღის წეს­რიგს და წყვე­ტენ დე­ბა­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ წე­სებს.

წყარო ამბები.ჯი.

ხატია ვარდოსანიძე

თეგები: აშშ პოლიტიკანენსი პელოსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved