• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, შაბათი, 10 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“80 კგ ჰეროინი ირანიდან ფოთში”; “34 080 ღერი სიგარეტი აღმოვაჩინეთ” – სახდეპი და შემოსავლების სამსახური

ალია ავტორი - ალია
13:53 02-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, “სარფის”, “ნინოწმინდისა” და “ყაზბეგის” საბაჟოებზე 34 080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 766 ელექტრო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა. 5 კანონდამრღვევი მოქალაქე, რომლებსაც ქმედება განმეორებით ჰქონდათ ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,” – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვისთვის და კვლავ აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების გლობალური ტრანსპორტირებისთვის.

“2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალურმა ნარკოკარტელებმა საქართველოში ახალი მარშრუტები ჩამოაყალიბეს, რომელთა საშუალებითაც ოპიოდებისა და სინთეზური ნარკოტიკების ტრანსპორტირება ხდება თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ პროცესებმა რეგიონში ნარკოტრაფიკის დინამიკა შეცვალა და საქართველო კვლავ კრიტიკულ საკვანძო წერტილად აქცია.

აშშ განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2023 წლის ივლისში შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას.

2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. მაისში აშშ-ის მხარდაჭერით, იდენტიფიცირდა ირანიდან ფოთის პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერი, სადაც 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.

2023 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიღებულ იქნა ახალი ნარკოპოლიტიკის სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებასა და მიწოდების კონტროლს. ასევე, შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც ნარკოტიკების ახალი ტენდენციების მონიტორინგს ემსახურება,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved