• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 წლის გიგის დედა: მართლა არ მაქვს ბინა, რომ მქონდეს, ამ პირობებში ცხოვრება არავის უხარია

ალია ავტორი - ალია
14:43 12-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟი დღეს, 20 დეკემბერსაა დადგეგმილი.

როგორც ჩანგელიას დედა ამბობს, ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობენ, ბანკის ვალით აქვთ აშენებული:

“დღეს არის ბოლო დღე. დღეს ნებით უნდა დავშალოთ, თუ არადა ხვალ, ზეგ, არაა პრობლემა მათთვის, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და დაანგრიონ ბულდოზერბით.

ჩვენ მართლა არ გვაქვს არანაირი საცხოვრებელი. ისე, 28 წელია, როგორც დევნილს, მპირდებიან ბინას, მაგრამ ჯერჯერობით მართლა არ მაქვს ბინა. რომ მქონდეს, ამ პირობებში არავის უხარია ცხოვრება.

ეს არის სოციალურით, გაჭირვებით, ინვალიდობის პენსიით გაკეთებული სახლი და ასე ვცხოვრობთ, თანაც ვალით. ესეც უნდა დაგვენგრეს და ბანკის ვალიც უნდა გადავიხადო”. – ამბობს 8 წლის გიგი ჩანგელიას დედა.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეჩერებასთან დაკავშირებით, სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა.

გუშინ, 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სახლის ნგრევის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ ეს არის 6-წევრიანი ოჯახი, სადაც ცხოვრობენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები, მათი 3 შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ხანდაზმული ბებია. 

ორგანიზაცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით  რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved