• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 წელიწადში ავაშენეთ 175 ახალი სკოლა და 250 – განვაახლეთ, ჩემი დავალებაა, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოეწყოს ერთიანი, კეთილმოწყობილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:12 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

 ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, მანამდე არაერთი პროექტი განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ადგილობრივი წარმოების განვითარების, განათლების  მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  სულ რაღაც 8 წელიწადში აშენდა 175 ახალი სკოლა და განახლდა – 250.

„ჩემი დავალებაა, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოეწყოს ერთიანი სტანდარტის მიხედვით, იყოს კეთილმოწყობილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ მიიღოს განათლება ღირსეულ, ევროპულ პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ინვესტიცია მომავალში.

მეორეს მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ და უკვე დავასრულეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენ გითხრათ –  ჩვენ გვქონია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა, ვთქვათ ხალხნო, ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved