• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა

ალია ავტორი - ალია
16:32 01-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, 4 390 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 01.01.2022-09.09.2022 წწ. პერიოდისთვის, 4 390 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება.

2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 13 850 მიწის ნაკვეთზე (მონაცემი მოიცავს მიწის ნაკვეთებს როგორც შენობა-ნაგებობით, ისე მის გარეშე) რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის უფლება რეგისტრირებულია 15 164 შენობა-ნაგებობის ერთეულ ობიექტზე, საიდანაც 13 262 წარმოადგენს საცხოვრებელ ბინა/ერთეულს, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება. რაც შეეხება კომერციული ფართის რაოდენობას – 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი/პასპორტის ნომრით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელს, 2 701 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 2 366 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, 2021 წელს კი 4 332 უძრავ ნივთზე – 3 739 მოქალაქის საკუთრების უფლება.

,,ინტრპრესნიუსი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved