• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 ბაობაბიდან 3 ფოთის პორტში რჩება – ხეების ტრანსპორტირებით დაზიანებულ გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
16:42 10-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,471

გრიგოლეთიდან ფოთისკენ მიმავალ გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაგისტრალი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო. გზებზე მოხსნილია სარეკლამო ბანერები, ბოძები, შუქნიშნები. გაკაფულია ხეები. 5-ზე მეტ სოფელს ღამით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

მიზეზი იმ ხეების ტრანსპორტირებაა, რომლებიც  “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის კენიიდან ჩამოიტანეს. 8 ბაობაბი ფოთის პორტში 10 დღის წინ შემოვიდა. მათგან 5 სასტუმრო “პარაგრაფის” ტერიტორიაზე გადაიტანეს, 3 კი კვლავ ადგილზეა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ გადატანას ივანიშვილი მთაწმინდაზე გეგმავს.

აღნიშნულისთვის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები,  სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მერიის მაღალჩინოსნები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ხეებს გზას უთავისუფლებდნენ. სამი მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და სპეციალური ტექნიკაც.

“შემოვიდა ფოთის პორტში აფრიკიდან ბაობაბის ხეები და ერთი კაცის ახირებაზე მთელი ქალაქი, არა მარტო ქალაქი, ასევე გრიგოლეთი შეკვეთილის ცენტრალური მაგისტრალი იყო პარალიზებული. მოიხსნა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და გარკვეული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას”, – ამბობს ფოთის საკრებულოს წევრი, არჩილ ხულორდავა.

ამ ეტაპზე ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უცნობია ვინ ფარავს ხარჯებს.

“დილის 5 საათიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც გამოწვეულია მორიგი სიგიჟით, რაც ახასიათებს ამ ხელისუფლებას, ხეები გადაჰქონდა ბატონ ბიძინას და მე მინდა კითხვა დავსვა საზოგადოებასთან, როდემდე უნდა ვუყუროთ, აი, ამას? აი, ასეთი სიტუაცია პირდაპირ მაგონებს შუა საუკუნეებს, როდესაც ფეოდალიზმი იყო ჩვენს ქვეყანაში, ბატონს ემსახურებოდა მისი გარემოცვა,” – ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი, ირაკლი ლაბარტყავა.

„მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved