• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 ადამიანის მოწამვლა ნიკორას კიევური კოტლეტით – ნიკორას მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ალია ავტორი - ალია
20:47 08-24-2023
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,115

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გახდა – მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ცნობით, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად ნიკორაში შეძენილი კიევური კოტლეტი მიიღეს.

“შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა  განახორციელეს  ინსპექტირება ნიკორა ტრეიდის სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე:  თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი კოტლეტი კიევურით მარაგდებოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა  ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი  შეუჩერდა”, – წერია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და  22 კგ კოტლეტი კიევურის ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.

“მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

განცხადებას ავრცელებს “ნიკორა ტრეიდიც” და წერს, რომ კომპანია  “ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე “გრაკო” გახდა “ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი გახდა

 

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის  საკვებისმიერი  ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა  საკვებად  მიიღო „კოტლეტი კიევური“.

ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა  სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და  მივაკვლიეთ ქათმის ფილე “გრაკოს”, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით  გვამარაგებდა კომპანია  “ჯეო დისტრიბუცია”.

რათქმაუნდა ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით  მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და

ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის  ზედმიწევნით  შესრულებულის მიზნით”, – წერს “ნიკორა ტრეიდი”

თეგები: ნიკორა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved