ფოტო აქციიდან – mose
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 73 წლის ნორა ცინცაძის საქმის განხილვა გადადო.
შსს-ის მტკიცებით, პენიონერმა აქციაზე ტროტუარზე დგომით შეაფერხა რუსთაველზე ქვეითად მიმავლების გადაადგილება.
მოსამართლემ შსს-სგან ზედხედით გადაღებულ ხანგრძლივი კადრი მოითხოვა.
ადვოკატის თქმით, ნორა ცინცაძე იქვე ახლოს, ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობს, სეირნობდა ქუჩაში და პარლამენტთან ნაცნობებთან გაჩერდა. მოსამართლემ ნორა ცინცაძეს უთხრა, რომ ის ორჯერ არის სახდელდადებული შსს-ს მიერ, ამ წლის თებერვალსა და მარტში და 5000-5000 ლარით არის დაჯარიმებული. 73 წლის პენსიონერმა ქალმა ეს სასამართლოში გაიგო და აღნიშნა, რომ არანაირი ცნობა ჯარიმების შესახებ აქამდე არ მიუღია.














კომენტარები