ბოლო ორ კვირაში “ქართულ ოცნებას” 700 ათასამდე ლარი შესწირეს. სამცხე ჯავახეთში მმართველი პარტიის ყულაბა ფულით 87-მა ბიზნესმენმა ერთი და იგივე პერიოდში შეავსო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სუს-ის წარმომადგენლები ბიზნესმენებს გუბერნატორთან იბარებდნენ, სადაც მათ “ოცნებისთვის” ფულის გადარიცხვას აიძულებდნენ. “სამხრეთის კარიბჭის” მტკიცებით, გუბერანტორის სამუშაო ოთახში შესვლამდე ბიზნესის წარმომადგნელებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ და ჩხრეკდნდენ.
სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი:
თუკი რომელიმე ბიზნესმენს, ან ფიზიკურ პირს ქვს სურვილი რომ ჩარიცხოს მაგალითად “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ანგარიშზე თანხა, ეს არის კანონმდებლობით დაშვებული და ბუნებრივია, რომ აქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის
კომენტარები