• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 წლის ბიჭუნას მკურნალობის წარმატებული ისტორია „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიურ განყოფილებაში

ალია ავტორი - ალია
20:02 07-29-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,781

„ალიას“ კიდევ ერთი ადამიანი შეეხმიანა, რომელსაც სურს, მისი შვილის გამოჯანმრთელების ისტორია გვიამბოს.

მადლენა გრიგალაშვილი დღეს 7 წლის ჯანმრთელი ბიჭუნას დედაა, თუმცა, თითქმის 7 წელი ნერვიულობაში გაატარა, თითქმის შვიდი წელი თვალებში დაჰყურებდა შვილს, როგორ იყო, ხომ არ უჭირდა რამე, ხომ არ ურთულდებოდა დაავადება და შიშით ფიქრობდა ოპერაციაზე, რომელიც მის შვილს უნდა დასჭირვებოდა, რომ არა ექიმი ლიკა კაპანაძე.

მადლენას ბიჭუნა მხოლოდ 8 თვის იყო, როცა გაიგო, რომ მის შვილის გულს დეფექტი აქვს, კერძოდ, დაიბადა წინა გულთაშუა ძგიდის დეფექტით, და სავარაუდოდ, 6 წლის ასაკში, შეიძლებოდა ოპერაციული ჩარევა დასჭირვებოდა.

რთული იყო ამ ფიქრით და დარდით ცხოვრება წლობით, თუმცა, ცდილობდა არ შეემჩნია. შეისწავლა სიმპტომები და ყურადღებით იყო, თუმცა, ბიჭისთვის აქტიურობა და სპორტზე სიარული არ დაუშლია. ყოველთვის აკვირდებოდა, ხომ არ იღლებოდა, ხომ არ ვლინდებოდა რომელიმე სიმპტომი.

როგორც კი იმ ასაკს მიაღწია, როცა ექიმებისთვის უნდა მიემართა, „ნიუ ჰოსპიტალს“ მიმართა, სადაც კარდიოლოგი ლიკა კაპანაძე გაიცნო და გვიყვება, რომ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება.

მადლენა გრიგალაშვილი:

„ნიუ ჰოსპიტალსისა“ და ლიკა კაპანაძის დამსახურებით ჩემ შვილს გულის ოპერაცია არ დასჭირდა. ურთულესი მანიპულაცია შეასრულა, ბარძაყიდან კათეტერით შევიდა და ხვრელის დახურვა მოახერხა. რომ ვერ მოეხერხებინა ამ მანიპულაციის წარმატებით ჩატარება, ჩემ შვილს ოპერაცია დასჭირდებოდა. ის დრო, რაც ამ მანიპულაციას დასჭირდა საუკუნედ მომეჩვენა, არ ვიცოდი, ბოლომდე წარმატებით დასრულდებოდა, თუ ოპერაციის დაწყება გახდებოდა საჭირო, ოპერაციისთვისაც მზადყოფნაში იყო კლინიკა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცალკე აღსანიშნავია უახლოესი, თანამედროვე აპარატურა, რომლითაც კლინიკაა აღჭურვილი. მუდმივად მზადყოფნაში არიან მოსალოდნელი გართულების გასამკლავებლად, მუდმივად გრძნობ პერსონალის ყურადღებას და პროფესიონალიზმს.

ვთვლი, რომ ექიმი ლიკა კაპანაძე ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. ჩემი შვილი ჯანმრთელია და თან ოპერაციის გარეშე, ამაზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი ბოლო წლები. ვერ გადმოვცემ, რა ბედნიერებაა დედისთვის იმის ცოდნა, რომ მისი შვილის გულს საფრთხე აღარ ემუქრება.

ახლა კალათბურთზეც დადის, ფეხბურთზეც, სპორტი ძალიან უყვარს და რაც მთავარია, არანაირი სტრესი ჩემ შვილს არ მიუღია, ვერც კი გაიგო რამხელა საფრთხეს აარიდა ლიკა ექიმმა, ერთი დღე იწვა მხოლოდ კლინიკაში, მეორე დღეს უკვე სახლში იყო, არც სტკენია, არ უტირია, არც უნერვიულია.

ყველა დედას ვუსურვებ, შვილი ჰყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ცხოვრებით ტკბობას.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved