• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 ტიპის აბონემენტი ტრანსპორტისთვის და ფასები – სრული ინფორმაცია

ალია ავტორი - ალია
15:35 12-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,517

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2017 წლიდან დღემდე, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდეს.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ და მთელი რიგი ღონისძიებები და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით:შეიქმნა ტრანსპორტის განვითარების გეგმა;ახლდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გამოიყოფაე.წ.ბასლაინები, ველობილიკები;იდენტიფიცირებულია ათი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი ნაწილის გადაყვანას უზრუნველყოფს; ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი. გადახდის სისტემაც ერთიანი, ინტეგრირებული იქნება; განახლდა ავტობუსების პარკი;მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ახლდება მიკროავტობუსების პარკი;განხორციელდა ტაქსების რეფორმის ორი ეტაპი და მზადდება მესამე ეტაპის რეფორმა; შეიქმნა ახალი საპარკინგე სისტემა.ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს, ამცირებს მგზავრთა გადაყვანის დროს, საცობებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათები.

„ამ რეფორმებს  და განახლებულ სატრანსპორტო სისტემას, რა თქმა უნდა,სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც. იმ ტიპის სისტემის შექმნა, რომელიც უფრო კომფორტულს, აქტიური მომხმარებლებისთვის უფრო იაფს, თანამედროვეს გახდის გადახდის სისტემას. შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, რაც ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა. უშუალოდ აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება.  მათი შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა.

„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან;

ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად;

ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);

ულიმიტო, სამთვიანი ბარათი  (100 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);

ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;

ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“

სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სამგზავრო საშეღავათო პროგრამები ძალაში რჩება
თეგები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved