• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 დღის შემდეგ სუს-ის პირველი კომენტარი – როგორ აღმოჩნდა სუს-ის 3 მანქანა ბაჩალიაშვილის მანქანის უკან?

ალია ავტორი - ალია
19:39 08-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბაჩალიაშვილს მათი უწყების კუთვნილი ავტომობილები დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აღნიშნული მანქანები, მართლაც სუს-ისაა და მართლაც დაფიქსირდნენ ვიდეოთვალის ჩანაწერებში, მაგრამ ისინი შემთხვევით აღმოჩნდნენ თამარის მანქანის უკან – “ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, ამის შემდეგ კი​ თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან გადაუხვიეს და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე შევიდნენ.”

სუს-ის განცხადებას აუცვლელად გთავაზობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. 

მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას. 
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს.”

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას სუსის 3 მაინქა მიჰყვებოდა უკან, “მთავარმა არხმა” პირველად 25 აგვისტოს გაავრცელა, 26 ივლისს კი ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფრომაცია, რომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” გადაადგილდებოდა.” პროკურატურის განცხადება კი 27 ივლისით თარიღდება.

დღეს, 31 აგვისტოს, 7 დღის შემდეგ, სუსმა პირველად გააკეთა განცხადება და პრინციპში, მასაც არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ასე ყოველ დღე დადიან სუს-ის მანქანები ქუჩებში, ამ მარშრუტით!

ყოველდღიურ რა მარშუტზეა საუბარი, რა დროს, რატომ და როდემდე რჩებიან ადგილზე – ამაზე სუს-ს არაფერი უთქვამს.

გამოდის, სუს-ს არაფერი უთქვამს ახალი, მან გაიმეორა პროკურატურის განცხადება, მაშ, რაში დასჭირდა ეს 7 დღე? რატომ იმ დღეებშივე არ გააკეთა განცხადება? არ მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება პირველ საკითხად?

რაც არ უნდა წეროს და თქვას მედიამ, ფაქტია, საზოგადოების ნდობა არა აქვს სუს-ს! მოსახლეობა რომ ნდობას არ გიცხადებთ, ბატონებო, ეგაც მედიის ბრალია?

7 დღის მერე თუ განცხადებას გააკეთებთ რაღაც საქმეზე, წესით, იმის დეტალური ანალიზი მაინც უნდა გქონდეთ მზად, რატომ გადაადგილდებიან ერთი და იგივე მანქანები ერთი და იგივე მარშრუტით, გადაადგილდებიან თუ არა ერთი და იგივე დროს, ამ გადაადილების მერე, სად იყვნენ ამ სამი ავტომანქანის მგზავრები? სარგებლობენ თუ არა სხვა ავტომობილებით? რამდენი მოწმე არსებობს, მათი ბაზაზე ყოფნის დამადასტურებელი, რამდენ ხანში მივიდნენ ბაზაზე და დროის მიხედვით, გაჩერდნენ თუ არა გზაში სადმე?

ვინ არის სუსის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და რას წერდა წლების წინ “ალია”, როგორ ედავებოდნენ მას 4 გვამის დამარხვას – ამ მასალას სრულად აქ ნახავთ.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმესუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved