ელგუჯა ცომაიას ბრალის ქმედებაში წარმოდგენილი ფორმულირება არ წარმოადგენს დანაშაულს – აცხადებენ მისი ადვოკატები, თუმცა მათივე თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა თავისი პოლიტიკური შემადგენლობიდან გამომდინარე:
63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა სულ მოკლე ხნის წინ, მოსამართლე კოპალიანმა გაამწესა გლდანში, მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა – განაცხადა პროცესის შემდეგ ბექა ბასილაიამ.
ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
წყარო – მთავარი
კომენტარები