უკრაინაში, 6 წლის ბიჭი, რომელსაც დედა 1 თვის განმავლობაში ეძებდა, ვიშგოროდის მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ბიჭის დედა წერს:
“დღეს ჩვენ ვიპოვეთ საშა. მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სჯეროდა, ვინც ძებნაში გვეხმარებოდა, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა, რომ ჩემი ბიჭი შემხვდა. საშა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე სამოთხეშია, დღეს მისმა სულმა სიმშვიდე იპოვა”.
კომენტარები