• რეკლამა
  • კონტაქტი
12:30, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 საშინელი და უსამართლო ბრალდება უკრაინას და აზოვს – “ვიღაც თავს აიფეთქებს, ვიღაც რუსებს დაეტაკება შუბლით, მაგრამ…”

ალია ავტორი - ალია
14:13 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,110

ანალიტიკოსი გ.ლ,  რომელიც ხშირად გვიყვება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შორის მარიუპოლისა და აზოვის პოლკზე, ამჯერად წერს:

“შეგნებულად აღარ ვაპირებდი აზოვზე და მარიუპოლზე დამატებითი პოსტების დაწერას. კაი ხანია არც არაფერი დამიწერია (წინა პოსტები იხ. კომენტარებში), მაგრამ ამ ორი დღის მანძლზე ისეთი დეზინფორმაციები და უსამართლო ბრალდებები ვნახე, ერთი მხრივ თავად მარიუპოლის აზოველებზე, მეორე მხრივ კი უკრაინის გენ. შტაბზე, რომ…
I ბრალდება – ,,უკრაინის გენ. შტაბმა (ჩაწერეთ ამათში ზელენსკი, არესტოვიჩი…) გმირი მებრძოლები გაწირა და არ დაეხმარა.” დიდი უსამართლობაა ასე ფიქრი. კინოებში ალყიდან ,,გათავისუფლება” შეიძლება ძალიან რომანტიკულად ჩანს, მაგრამ იმიტომაა ის კინო ეს კი რეალობა, რომ ასეთი რაღაცეები თითქმის არ ხდება. 100 კილომეტრიანი და რამდენიმე შრიანი ალყის გარღვევა, თან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ისედაც უამრავი ცხელი წერტილია და ცას ვერ აკონტროლებს შეუძლებელი იყო. ამაზე ადრეც გვისაუბრია არაერთხელ. სანამ შანსი იყო, ვერტმფრენები შედიოდნენ ზღვიდან, როცა ეს შანსიც მოისპო, უკრაინის ხელისუფლებას უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო.
II ბრალდება- ,,ბიჭებს დანებება არ უნდოდათ და ამათმა უბრძანეს.” აზოვი იმიტომაა აზოვი, რომ პოლიტიკოსების ბრძანებებს ძირითადად ,,სხვაგან უშვებენ” ხოლმე (თავის დროზე, მარიუპოლის დაბრუნებაც ასეთი ,,დაუმორჩილებლობით” მოახერხეს). აზოვსტალში აღარ ჰქონდათ ელემენტარული საჭმელი, სვამდნენ ტექნიკურ წყალს, დაჭრილები ელემენტარული ბინტისა და ანტიბიოტიკების არქონის გამო იღუპებოდნენ, ამპუტაციებისთვის ანესთეზიაც კი ვეღარ კეთდებოდა. ასე რომ, ერთადერთი რეალური გამოსავალი იყო ის რაც მოხდა. გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობდა.
III ბრალდება- ,,გაყიდეს ბიჭები ზელენსკიმ და არესტოვიჩმა.” კარგი, ვთქვათ გაყიდეს და მერე რა იყიდეს? აზოვი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა ყოველთვის. ამ დროს კიდევ დენის პროკოპენკოცა და ბილეცკიც ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლებისა და აზოველების გადაწყვეტილებას ხალხი გაგებით მოეკიდონ და ბევრი არ ,,იჩხირკედელაონ.” ე.ი. არავის არავინ არ გაუყიდია და მოცემულ რეალობაში მაქსიმუმის გამოწურვას ცდილობენ.
IV ბრალდება- ,,წამებისთვის გაწირეს ბიჭები.” და რა გგონიათ, თავად აზოველებმა ან გენ.შტაბში არ იციან, რომ რუსეთში აზოველებს არავინ მოეფერებათ? თუ იმაზე ბევრად მძიმე პერიოდის გავლა მოუწევთ იქ, ვიდრე 82 დღის მანძილზე გაიარეს აზოვსტალში? რომ არ გაწირეს სწორედ მაგიტომ შეჯერდა უკრაინული მხარე, რომ მათი სიცოცხლის გადარჩენა იყო მთავარი, თუნდაც წამების ფასად. გავა დრო და ამ პოსტის ავტორი, თქვენთან ერთად გაიგებს იმ საშინელი წამების შესახებ, რომლის გადატანაც ტყვედჩავარდნილ აზოველებს მოუწევთ ნოვიაზოვსკას, ელენოვკასა თუ სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა არავის.
V ბრალდება- ,,რისკები არ გაითვალისწინეს.” რა თქმა უნდა გაითვალისწინეს. ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ჩაბარებული აზოველი ცოცხალი ვერ დაბრუნდება უკრაინაში და ვინც დაბრუნდება, სერიოზული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაზიანება ექნებათ, მაგრამ ურჩევნიათ, რომ აზოველებს რეაბილიტაციაში დაეხმარონ (თუნდაც ეს წლობით გაგრძელდეს), ვიდრე ანტისანიტარიაში, შიმშილში, ტონიანი ბომბებისა თუ ,,ფოსფორით გაჩენილ ხანძარსა” და უიმედობაში დაიღოპონ ისინი აზოვსტალის ჯუღღმულებში.
VI ბრალდება- ,,თუ მაინც უნდა ჩაბარებულიყვნენ, რაღას იომეს და ქალაქი გაანადგურებინეს რუსებს.” ეს მგონი ყველაზე საშინელი და უსამართლო ბრალდებაა, რომელიც აზოველებზე მომისმენია. მგონია, რომ ვინც ასე ფიქრობს უკრაინის რუკა თვალითაც არ უნახავს და მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება არ შეუძლია. მარიუპოლმა და აზოვმა საკუთარ თავზე აიღო ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია. ომის პირველ დღეებში, როდესაც რუსებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ და სწრაფი ტემპით მიდიოდნენ წინ, მათ ამ ქალაქის გარშემო ,,შებოჭეს” მტრის ძალიან დიდი ძალები, რითაც, სულ მინიმუმ, დნიპრო და ზაპოროჟიე გადაარჩინეს. ამ პერიოდში უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს გადაჯგუფება, ლოკალური კონტრ-შეტევები, ძალების მოკრება და შედეგად, აღმოსავლეთის ფრონტზეც კი სიტუაცია დღეს ბევრად უკეთესია. რომ არა აზოველებისა და მარიუპოლის ეს გმირობა, დღეს უკრაინის რუკა სხვანაირი იქნებოდა.
რიგ შემთხვევებში, სტალინგრადის ბლოკადაც კი არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორც მარიუპოლისა. რაც იქ აზოველებმა (და არა მხოლოდ. ეროვნულმა გვარდიამ, საზღვაო ქვეითებმა, პოლიციელებმა, ტერიტორიულმა თავდაცვამ, მოხალისეებმა…) გააკეთეს, ფანტასტიკის სფეროს სცდება. წლების შემდეგ პროკოპენკომ, პალამარმა და სხვებმა, მსოფლიოს სამხედრო კათედრებზე ლექციები უნდა იკითხონ, თუ როგორ შეძლეს შეუძლებელი და 80-ზე მეტი დღის მანძილზე როგორ გაუმწარეს სიცოცხლეს ღრუს ორკებს. არაა საჭირო ზედმეტი დრამატიზება და ,,პაპზე მეტად კათოლიკეობა.” უკრაინის ხელისუფლებაზე, ბილეცკისა და პროკოპენკოზე მეტად ჩვენ ნამდვილად არ განვიცდით იქაურების ბედს. დარწმუნებული ვარ ყველა აზოველი ,,არ დაემორჩილება” ამ ბრძანებას, ვიღაც თავს აიფეთქებს, ვიღაც რუსებს დაეტაკება შუბლით ან საერთოდ, აზოვის ზღვიდან გადაწყვეტს გამოპარვას, მაგრამ მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი მარიუპოლის აზოველი გადარჩეს, რომ მათი ცოდნა, გამოცდილება და შემართება, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სხვა ქვეყნებსაც გადაედოს. ამის ერთადერთი გამოსავალი კი ჩაბარება იყო. დანარჩენი უკვე საერთაშორისო საზოგადოებაზე (წითელი ჯვარი, გაერო…) და რუსეთთან ,,ვაჭრობაზეა” დამოკიდებული.”
თეგები: აზოვიმარიუპოლირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved