• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 მიზეზი რატომაც უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ლაზარე – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:55 04-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
487

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ვფიქრობ, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი და საამისოდ მას აქვს მიზეზთა მთელი კასკადი, რომელთაგან ნებისმიერი საკმარისია შეწყალების გადაწყვეტილებისთვის და ერთობლიობაში ხომ საერთოდ.
1. ლაზარეს არ უმტკიცდება მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ის არსად ფიქსირდება არც კამერებში და არც არანაირი მოწმის ჩვენება არ არსებობს მის წინააღმდეგ, გარდა ორი პოლიციელის საკმაოდ არეული და არადამაჯერებელი მონათხრობისა.
2. მისი დაპატიმრების მოტივი რომ პოლიტიკურია, ეს პრაქტიკულად ნაღიარები აქვს თავად ხელისუფლებას, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ხაზგასმით ლაპარაკობდნენ პროტესტში მონაწილე ახალგზრდების სატანისტობასა და გაურკვეველ ორიენტაციაზე. არსებობს სრულიად არგუმენტირებული ვარაუდი, რომ დასჯის ობიექტი ხელისუფლებამ სპეციალურად შეარჩია მისი გარეგნობის გამო და ლაზარე ამ შემთხვევაში უნდა გამხდარიყო მათი პროპაგანდის ვიზუალური დადასტურება ქართველი ობივატელის თვალში
3. რომც დამტკიცებული იყოს მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი (არადა არ არის), იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო მასობრივი საპროტესტო აქციის დარბევის პასუხად და არავინ სერიოზულად არ დაზარალებულა, 9 წელი ყველა ვარიანტში ზედმეტად მკაცრი სასჯელია.
4. რუსული კანონის განმეორებით შემოტანის შემდეგ, ამ თემაზე შარშანდელი აქციების მონაწილის ასე სამაგალითოდ დასჯა საპროტესტი განწყობის ახალგაზრდების ერთგვარი შანტაჟი და დაშინების მცდელობაა.
5. რაც არ უნდა ქნას აწი პრეზიდენტმა, ბიძინა ივანიშვილის, და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეების გულს მაინც ვერ მოიგებს. მას მაინც “რადიკალ ნაცს” დაუძახებენ. შეწყალებაზე უარის თქმა კი პრეზიდენტის ავტორიტეტს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში სერიოზულად დააზიანებს.
6. მეექვსეს ჩამონათვალში მხოლოდ იმიტომ ვწერ, მერე ოცნების პროპაგანდამ ნაცობა არ დამწამოს, აქაოდა ხომ ხედავთ ხუთი მიზეზი დაასახელა, 5 კი ნაცების რიცხვიაო, თორემ სინამდვილეში არ მჭირდება. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ვფიქრობ ისიც საკმარისზე მეტია გადაწყვეტილების მისაღებად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved