ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირდება:
„ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ომიკრონი“ შტამით მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში დაინფიცირდება“
ჰანს კლუგეს თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციები გამოუვლინდა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უფრო ადვილად შეეკრას უჯრედებს და ის ადამიანებიც კი დააინფიციროს, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებულნი ან ვაქცინირებულნი.
კომენტარები