აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“რუსეთმა ასევე გააფორმა ე.წ. “შეთანხმება ურთიერთდახმარების შესახებ” ე.წ. “ЛНР” და “ДНР”-თან, რაც ნიშნავს სამხედრო კონფრონტაციას უკრაინასთან.
დიპლომატიის ყველა წესით, ახლა უკრაინამ დიპლომატიური კავშირი უნდა გაწყვიტოს რუსეთთან. ერთ ქვეყანაში რუსეთის 3 საელჩო ვერ იქნება.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მაშინდელი პარლამენტის 130 წევრიდან 108 ადგილზე დარჩა.
მათგან 51 დახვრიტეს, 5 გადასახლებაში ან ციხეში დაიღუპა, 37 კი რეპრესირებულ იქნა.
რუსეთი კლავდა და კლავს ყველას, ვისთვისაც თავისუფლება ცარიელი სიტყვები არაა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რუსეთის ნამდვილი სახე!”

კომენტარები