იურისტი, დავით ჯანდიერი
18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო.უბარლოდ შოკში ვარ
მანამდე, სამთავრობო მედიამ, პოსტვ წერდა, რომ თითქოს დავით ჯანდიერი, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, მასა და გიორგი ქემოკლიძეს შორის გარიგების შუამავლი იყო და ასევე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კონტაქტობდა.
დავით ჯანდიერმა, პოსტვ–ის ქარდს ასე უპასუხა:
ბინძური და შეკვეთილი ქარდია – ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა.
კომენტარები