ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში კაცი ჩაცხრილეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, კაცს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარები