• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 შვილის მამის, სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან – ვეფხვია კასრაძე

ალია ავტორი - ალია
23:36 01-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
700

ვეფხია კასრაძე, 5 შვილის მამა და სინდისის პატიმარი გლდანის ციხიდან მორიგ წერილს აგზავნის, სადაც სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებზე საუბრობს და  მოსამართლეებს “მუცელ აღორებულ არაადამიანებად” მოიხსენიებს.

მისი თქმით, “მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა,  ივანიშვილმა საკუთარ „კანტორად“ აქცია”.

“მალე, შეიძლება ივანიშვილის “ზებრებმა” და “პინგვინებმაც” კი გაასამართლონ ქართველი ხალხი” – წერს წერილში სინდისის პატიმარი.

მოგესალმები, ჩემო საქართველო!
არ შემიძლია, გასული კვირის სასამართლო პროცესებს არ გამოვეხმაურო. თუ ამას „სასამართლო პროცესი შეიძლება ეწოდოს. რაც, “მაგდანას ლურჯას“ სასამართლო პროცესს მაგონებს, იმ განუკითხაობით რაც დღეს საქართველოში სუფევს. აგრეთვე, დღევანდელი რეპრესიები, რომელსაც ივანიშვილი თავისი „დოვქსაპულებით“ ამკვიდრებს, ძალიან გავს, ფილმ „მონანიების“ პერსონაჟებს, რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იციან. რომელ სამართალზეა საუბარი, როდესაც ყოველ უზნეო, უთავმოყვარეო კორუფციაში ყელამდე ჩაფლული, მუცელ აღორებული, ადამიანები, უფრო სწორად არაადამიანები მართავენ სასამართლო სისტემას, რომლებმაც, საკუთარი, გაუმაძღარი სტომაქის „ყარაულებად“ აქციეს ძალოვანი სტრუქტურები,რომლებმაც ნამუსი ახადეს საქართველოს მართლმსაჯულებას და ფეხქვეშ გათელეს, როგორც პოლიციის, ასევე სპეცრაზმელების მუნდირი და ღირსება. დიახ! არაადამიანობაა, როდესაც მოსამართლე მაღალი ზნეობით, ჰუმანურობით და სამართლიანობით უნდა გამოირჩეოდეს, საკუთარი შვილის ტოლ ახალგაზრდას, რომელიც ჯერ სულ 19 წლის არის და რომელიც, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. რომელიც უჰაერობის გამო, სასამართლო პროცესზე, იმდენად ცუდად გახდა, რომ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც კი გახდა საჭირო. რადგან, არც სასამართლო დარბაზი და არც პატიმრებისთვის გამოყოფილი სივრცე არ შეესაბამებოდა იმ, რაოდენობრივ სტანდარტს რამდენიც იმ „შუშის კოლბაში“ ცხოველებივით შეგვყარეს. რაც ალბათ თქვენი ტელევიზიების საშუალებით მაყურებელმაც ნახა. არადა, საქალაქო სასამართლოს შენობაში განთავსებულია, შესაბამისი დიდი დარბაზები, სადაც, ასეთი რაოდენობის დამსწრე საზოგადოების დაპატიმრების გამოყოფილ სივრცეს უზრუნველყოფს, რომელშიც წინა დღის პროცესი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა არა ერთხელ მიმართეს თხოვნით მოსამართლეს, გადავეყვანეთ დიდ დარბაზში, რათა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებდა მოსამართლე პროცესის ჩატარებას. რაზეც მან, კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან, ის ასრულებდა ივანიშვილის და მურუსიძის დავალებას, ეს ხალხი არამხოლოდ დანაშაულს, ბოროტებასაც სჩადიან და ასეთ არარაობებს ჩვენი ქვეყნის სამართალი ბედი და მომავალი აბარიათ. 

მეგობრებო! თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ასეთ სასამართლო პირობებში, რამდენი უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს, საქართველოს ციხეებში. რამდენი დედა, რამდენი მეუღლე და შვილი გაამწარეს თავიანთი უსამართლო განაჩენით. რამდენ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანს გაუმრუდეს ცხოვრება, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა, რომელიც, ივანიშვილმა საკუთარ „კანტორად“ აქცია და მალე შეიძლება, მისმა „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ კი გაასამართლოს ქართველი ხალხი,თუ ეს, მარაზმი და კლოუნადა არ შევაჩერეთ! როგორც კი გამარჯვებას მოვიპოვებთ! როგორც კი თავისუფალი პროკარატურა და სამართლიანი სასამართლო გვექნება, საზოგადოების უპირველესი დაკვეთა უნდა იყოს დაიწყოს ყველა პატიმრის საქმეების გადახედვა და მათი „შეკერილი“ საქმეების, თავიდან გამოძიება. სადაც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ასობით უდანაშაულო პატიმარს აღმოვაჩენთ და ათასობით სამართალდარღვევას წავაწყდებით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გარდა კიდევ ბევრი პოლიტ პატიმარი, უკანონოდ იქნება დაკავებული, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი სასამართლო შევქმნათ, მე ვფიქრობ, აქედან უნდა დავიწყოთ. უნდა განთავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პატიმარი და მათი საკნები დაიკავონ მათ, ვინც ეს ხალხი უკანონოდ დააკავა და გაასამართლა.
თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! 

როგორც ჩანს არალეგიტიმურ მთავრობას მადა გაეხსნა და რეპრესიების ახალი სერია წამოიწყო, რაც მათ ძირგამომპალ საძირკველს უფრო შეარყევს და საბოლოოდ ჩამოშლის და რაც ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდება. სრული სოლიდარობა გმირ ბათუმელებს, ყველა იმ პოლიტიკურ ტყვეს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვით! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ასევე დიდ მადლობას გიხდით, ვინც სასამართლო პროცესის დროს, ჩვენს ოჯახებს გვერდში ედექით! ვინც უსამართლო მოსამართლეების ღრეობა გააპროტესტეთ და ჩვენს გამო საპყრობილეში მოხვდით. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ჟურნალისტები, ვინც სამართლისთვის დაგსაჯეს. მადლობა და დიდი სიყვარული ჩვენგან ბათუმის და რუსთაველის მცველებს. ყველა ქალაქის და სოფლის მოსახლეს, ვინც საქართველოს მომავლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვით! 

მიყვარხართ და მეამაყებით! – წერს ვეფხია კასრაძე.

5 შვილის მამას, მსახიობს, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია – კასრაძე სასამართლოს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved