• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 რჩევა როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი

ალია ავტორი - ალია
15:29 04-16-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,043

აღდგომა გვიახლოვდება, პასკის გამოცხობის შემდეგ კვერცხის შეღებვის დროც დგება. როგორც წესი, ყველა დიასახლისს კვერცხის შეღებვის საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგი მხოლოდ ენდროს იყენებს, ზოგს ურჩევნია ხახვის ფურცლები, ძმარი, ფერადი საღებავები გამოიყენოს. ჩვენ შევეცდებით სასარგებლო რჩევები მოგცეთ და დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს.

1. კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის:

იმისთვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს და არ აჭრელდეს, მნიშვნელოვანია, რომ ის მაცივრიდან მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც გამოვიღოთ. კვერცხის თანაბრად შეღებვას კიდევ უფრო გაამარტივებს მისი გარეცხვა და ცივ წყალში მოთავსება 10-15 წუთით.

2. დაჭყლიტეთ ენდრო:

როგორც წესი, დიასახლისების უმრავლესობა კვერცხის შესაღებად ენდროს იყენებს. ენდროს ფესვების გამოყენებისას ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ მისი ფესვები დაჩეჩქვოთ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ნახარშმა მკვეთრი შეფერილობა მიიღოს. ხარშეთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.

3. გამოიყენეთ ხახვის ფურცლები, ძმარი და მარილი:

თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს. მაგალითად, ძმარი ხელს უწყობს, რომ ენდრომ კარგად გამოიტანოს ფერი. ხახვის ფურცლები უზრუნველყოფს კვერცხის მუქ შეფერილობას.

წითელი ან ყავისფერი შეფერილობის მისაღებად შეგიძლიათ ხახვის ნაყენი დაამზადოთ შემდეგი
პროპორციებით: ორი ჭიქა წყალი და 10 ცალი ხახვის ფურცელი.

რაც შეეხება მარილს, ის იმისთვის გვჭირდება, რომ ნახარშში კვერცხის ჩალაგების დროს კვერცხი არ დაზიანდეს.

4. შეღებვის შემდეგ არ დაგავიწყდეთ:

ნახარშში მოთავსების შემდეგ კვერცხმა 15-20 წუთი უნდა იდუღოს. ქვაბიდან ამოღების შემდეგ ის ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ კვერცხი ადვილად გაიფცქვნას. წყლიდან ამოღების შემდეგ კვერცხს წაუსვით ზეთი.

5. გააფორმეთ კვერცხები:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვერცხის შეღებვის მრავალი მეთოდი არსებობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის გაფორმებაზეც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი საღებავები, ჟელატინი, წებოვანი ლენტი, ფოთლები, ხელსახოცები, ბისერები.

(R)

თეგები: გორგია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved