• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 ფაქტი – არც სპეცრაზმი დასჭირდებათ, არც ხელკეტი, არც წყლის ჭავლი, არც ცრემლსადენი გაზი!

ალია ავტორი - ალია
22:41 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

დღეს “ალიამ” გაარკვია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირობებში, მერიამ პარლამენტის წინ დარგო მცენარე ოლეანდრა, რომელიც მსოფლიოს შხამიან მცენარეთა ათეულში შედის და მისი შხამი ხშირ შემთხვევაში სასიკვდილოა.

მერიას დავუკავშირდით და გვითხრეს – თუ არ შეჭამთ, არაფერი მოგივათო.

კი გვშია, მაგრამ, კარგი, ბატონო, არ შევჭამთ, მაგრამ ფოთოლს რომ შეეხოთ და დაზიანებული იყოს ფოთოლი, ან ხელის შეხებით დააზიანოთ, თვალთან მიტანისას სიბრმავეს იწვევს და ტუჩთან მიტანისას – მოწამვლას. მისი მტვერიც კი მომწამვლელია, მცენარე მთლიანად ტოქსიკურია, იმდენად, რომ მასთან შეხებისას მწერები იხოცებიან და მისი გამხმარი ტოტების დაწვაც არ შეიძლება, ეგაც მომწამვლელია.

ასე რომ მხოლოდ მისი უჭმელობით ვერ გავალთ ფონს.

ახლა გვინდა ჩამოვთვალოთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, მშრალად:

1.წლების მანძილზე, თითქმის ყველა ოპოზიციური აქცია, ყველა შეკრება ტარდება პარლამენტის შენობის წინ, სწორედ აქ იდგა ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და სხვათა კარვები!

2. თბილისის მერიამ 2020 წლის იანვარში შემოღობა ეს ადგილი და თითქმის 8 თვე დასჭირდა რეაბილიტაციას.

3. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს ამ ადგილას მოუნდებათ კარვების გაშლა, ან აქციის მოწყობა – ადგილი აქციისთვის აშკარად შევიწროებული და დაპატარავებულია, სწორედ მცენარეების ხარჯზე.

4. რამდენიც არ უნდა ვწეროთ, რომ ეს მცენარე მომწამვლელია, ქართველებს ეს მცენარე ვერ დააკავებს და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში აქციაზე მაინც გავლენ.

5. მერიამ პარლამენტის შენობის წინ შხამიანი, ტოქსიკური მცენარე დარგო, იმ ადგილას, სადაც, როცა რაღაც გადამწყვეტი ხდება, ყოველთვის უამრავი ადამიანი გადის და ჭედვაც ყოფილა ხოლმე – ტოქსკური მცენარე დარგო.

არც სპეცრაზმი დასჭირდებათ, არც ხელკეტი, არც წყლის ჭავლი, არც ცრემლსადენი გაზი – აგერ არის ოლეანდრა.

ოლეანდრით მოწამვლა ძალიან ჰგავს გულის შეტევას, ერთი შეხედვით!

ვკითხეთ მერიას – რომელი უფრო მომწამვლელი იყო ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვები, თუ ოლეანდრა?

ოლეანდრაზე, მისგან მოწამვლის სიმპტომებზე, პირველად დახმარებაზე, “სასწრაფოს” მოსვლამდე, მერიის პასუხზე – სრულ ინფორმაციას შეიტყობთ აქ.

ჩვენ კი კიდევ ერთხელ მოგაწვდით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეების სექტორის ხელმძღვანელის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის, ბიოლოგიის მეცნიერების აკადემიური დოქტორის, ქალბატონი როზა ბიძინაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს:

 “ყველაზე საშიში ტოქსიკური ყვავილია ყველასთვის ცნობილი ოლეანდრა, რამაც შეიძლება გარდაცვალება გამოიწვიოს. მისი ყველა ნაწილი ტოქსიკურია, განსაკუთრებით ფოთლები. ძალიან შხამიანი წვენი აქვს. მისი ფოთოლი, ღერო, ტოტი არ დაღეჭოთ, არ შეაჭამოთ ცხოველებს ან ფრინველებს, რადგან ისინი სწრაფი სიკვდილით დაიხოცებიან. ამიტომაც არის, რომ ამ მცენარის ფოთლებსა და ყვავილებზე ხშირად ნახავთ მკვდარ ბუზებსა და მწერებს, რაც მცენარის მომაკვდინებელი შხამით არის გამოწვეული. მასთან შეხების შემდეგ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ.” (2016 წ. თბილისელები)

ალია

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძემაჩალიკაშვილიხორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved