• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 გასროლა და ორი მოკლული ქუჩაში – დეტალები რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობების

ალია ავტორი - ალია
16:32 05-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა. დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ ერთი ვერსიით კი მან, თავად დარეკა პოლიციაში.

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში”, – ამბობს თვითმხილველი მთავარ არხთან. 

მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე დღეს, 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვი სასწრაფო დახმარების ექიმებმა წაიყვანეს, მას სავარაუდოდ დაზიანებები არ აქვს და არსებული ინფორმაციით, უკვე მოკლულების ნათესავებთან იმყოფება.

გამოძიება შსს-მ სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved