პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც 5-6 ივლისს თბილისში განვითრებულ მოვლენებს შეისწავლის და გამოიძიებს. კომისიის შექმნას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ითხოვს.
ფრაქციის წევრები ძალადობრივი ფაქტების გარდა აუცილებლად მიიჩნევენ კომისიამ შეისწავლოს, რამდენად ადექვატური იყო შსს-ს ქმედებები და ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრთა მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ძალადობრივი მოვლენები.
საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არაერთი მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაშავებულია 53 ჟურნალისტი. მათ სცადეს “სირცხვილიას” ოფისის დარბევა, შეიჭრნენ “თბილისი პრაიდის” ოფისშიც.
კომენტარები