• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 550 დოლარი და “დახმარება შიგნიდან” – ფასი რუსეთის მოქალაქეებისთვის

ალია ავტორი - ალია
14:33 12-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,745

“მთავარი არხის” ჟურნალისტური ექსპერიმენტით რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის უფლებას ფულის სანაცვლოდ ყიდულობენ და სავარაუდოდ სქემა არალეგალურად, იუსტიციის სახლის კონკრეტული თანამშრომლების ხელშეწყობით ფუნქციონირებს.

მედია დაუკავშირდა ერთ-ერთ შუამავალ კომპანიას, რომელიც რუს მიგრანტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვას და შემდგომ უკვე მოქალაქეობის მიღებას სთავაზობს.  საბოლო ჯამში რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღება სულ რაღაც 5500 დოლარი უჯდებათ.

გარდა კანონით გათვალისწინებული პირობებისა, შუამავალი კომპანია ამბობს, რომ მათ “შიგნიდან ეხმაურებიან”.

–  მოქალაქეობის მიღების თაობაზე დეტალები მაინტერესებს. თქვენ იურისტი ხართ, ხომ?
–  დიახ, თქვენ ბინადრობის უფლება გაინტერესებთ თუ მოქალაქეობა?
–  მე გრძელვადიანი გეგმები მაქვს, ამიტომ ჯერ ბინადრობა და შემდეგ მოქალაქეობა.
–  რა საფუძველი გაქვთ ბინადრობის მოთხოვნისთვის? მეუღლე გყავთ აქ, უძრავი ქონება თუ რა?
–  უძრავი ქონება მაქვს. ვიცოდი, რომ ბინა უნდა მეყიდა.
–  რა ფასად?
–  ასი ათას დოლარზე მეტად.
–  თქვენ მფლობელი ხართ ამ ბინის?
–  დიახ.
–  ჩვენ დაგვჭირდება ამონაწერი იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ ამ ბინის მფლობელი. ეს იუსტიციის სახლში კეთდება. ასევე აუდიტორული შეფასება აუცილებლად. ამის გარეშე ვერ მოხდება. ეს გააკეთეთ და დასაწყისისთვის მომწერეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი. თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ?
–  დიახ, რუსეთის მოქალაქე ვარ.
–  საქართველოს ტერიტორიაზე რამდენი ხანია რაც იმყოფებით?
–  2022 წლის შემდეგ.
–  ანუ ჯერ ერთი წელი არ გასულა?
–  არა, ჯერ არა.
–  კარგი, უბრალოდ ყველა დეტალი მაინტერესებს. ამის შემდეგ ბანკში ცნობა უნდა აიღოთ, რომ ანგარიშზე მინიმუმ 6 000 ლარი გიდევთ და ამ ფულს დებთ დეპოზიტურ ანგარიშზე. ანუ არსებობს ე.წ. შემნახველი ანგარიში, რომლიდანაც არც ერთ თეთრს არ იღებთ. ცნობა უნდა მოგცენ ქართულ ენაზე, სატიტულო ფურცელზე. შემდეგ ფოტოს გავაკეთებთ.
–  მე მაინტერესებს, თქვენ უკვე დიდი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული, ხომ? ვინც თქვენი ტელეფონი მომცა,იმ ქალმა მითხრა, რომ თუ საქმეს ხელს კიდებთ, რაღაც გარანტიებს იძლევით. თქვენ ბევრს დაეხმარეთ ასე?
–  დიახ, რა თქმა უნდა.
–  და მაინც მაინტერესებს, რამდენი დადებითი შედეგი იყო.
–  უხეშად რომ დავითვალოთ, ათიდან რვა და ის ორიც ჩვენი ბრალი არ იყო.
–  ანუ ათიდან რვამ მიიღო ბინადრობის უფლება საქართველოში, ხომ?
–  დიახ, დიახ.
–  რთული პროცედურაა?
–  დიახ, ცოტათი რთულია, მაგრამ ჩვენ შიგნიდან გვეხმარებიან.
–  უკაცრავად, შიგნიდან გვეხმარებიანო, თქვით?
–  დიახ.
–  ესე იგი, იუსტიციის სახლიდან? რამდენი უნდა გადავიხადო?
–  ოლგამ ალბათ გითხრათ უკვე ეს.
–  5 500 დოლარი, ხომ?
–  დიახ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved