• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

43 პროცენტიანი ზღვარი გადაულახავია “ოცნებისთვის”, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:21 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:

მნიშვნელოვანი დღეებია თბილისში, გამოიკვეთა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის კონტურები – როგორც ჩანს პარლამენტი, როგორც ქვეყანის მთავარი ინსტიტუტი, შედგება და ის მულტიპარტიული იქნება. არის პრობლემები დარჩენილი “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, რომელმაც გარკვეული დათქმით და ეს დათქმა არ უნდა იყოს რთული გადასალახი, მოუწოდა პარტიას შევიდეს პარლამენტში და მოეზმადოს შემოდგომისთვის. ეს ის ფორმულაა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მე ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა საპარტლამენტო არჩევნების ნორმალური გადაწყვეტილებაა, ეს მართლა რეფერნდუმი იქნება, ნდობის გამოცხადების აქტი იქნება ხელისუფლებისთვის და თუ ვერ მოიპოვა მან ნდობა, ამ შემთხვევაში გვექნება რიგგარეშე არჩევნები.

ყველაფერი მიდის ნორმალურად, სისხლის წყურვილი კიდევ გვესმის, “ქართული ოცნების” თუ “ნაციონალური მოძრაობის” ორთოდოქსებისგან, ისევ შეურიგებლები არიან – არ მიესალმებიან ამ ვითარებას, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეულ კლაპოტში დგება ჩვენი ცხოვრება.

ერთი მინდა ვუთხრა ოპოზიციას – კი, ბატონ ჩვენ გამოვედით ჩიხიდან, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ კრიზისიდან გამოსვლას – კრიზისიდან გამოსვლა იქნება, როცა კონკურენტული და სამართლიანი, რიგგარეშე არჩევნები იქნება საქართველოში და ეს სრულიად აშკარაა. რიგგარეშე აუცილებლად იქნება, 43 პროცენტიანი ზღვარი, თუ რაღაც სისულელე არ აკეთა ოპოზიციამ, პრაქტიკულად გადაულახავია ხელისუფლებისთვის, თუნდაც გახარიას ფაქტორის გამოჩენის გამო – გახარია “ოცნების” ამომრჩევლის სერიოზულ ნაწილს წაიყვანს და 40 პროცენტიანი ზღვარიც კი, ჩემი აზრით, აუწეველი იქნება “ქართული ოცნებისთვის” რაც უნდა იმაიმუნოს და იმამაძაღლოს.

ოპოზიციას ვეტყვი, რომ ნუ აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმით რომ დახარბდებიან თანამდებობებს, ეს პოლემიკაც და “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ივაჭრეს უკვე და 5 კომიტეტი კი არა, 3 კომიტეტიო – ნებისმიერ პოზიციაზე ოპოზიციის მხრიდან უნდა ითქვას უარი, რადგან კრიზისი არ არის გადალახული და შესაბამისად, ისინი არ არიან მზად სახელმწიფოებრივ პროცესზე რაიმე თანამდებობებით აიღონ პასუხიმსგებლობა.

სკეპტიციზმი უნდა იყოს ოპოზიციის რიტორიკაში მართლმსაჯულებუის რეფორმასთან დაკავშირებითაც, ის კოსმეტიკური ცვლილებები, რაც შემოთავაზებულია, არ არის საკმარისი მართლმსაჯულების “ავგიას თავლის” გამოსათავისუფლებლად, იქ სისტემური რეფორმაა ჩასატარებელი და ბევრი ჯოხითაა გამოსაყრელი, ბოდიში ამ ფიგურლარული გამოთქმისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგულისხმია.

მიუხედავად დღევანდელი წვრილმან-წვრილმანი პორობლემებისა, პროცესი დაიძრა და პოლიტიკოსებს უკვე ექნება “ფუფუნება” ხალხისკენაც გაიხედონ და მათი პრობლემები გაიზიარონ.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved