• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 წელი მოიხადა და პატრული დახვდა ციხის კართან – იმავე წამს უკან შემოაბრუნეს 4 წლით”

ალია ავტორი - ალია
16:12 02-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

მსახიობი თემურ გვალია ეხმიანება გიგი უგულავას დაკავებას და მისი პატიმრობის დროს მომხდარ ამბავს იხსენებს:

“რუსთავის მაშინდელ N-1 ეგრედწოდებულ ზონაში ვიხდიდი სასჯელს. ღია ზონა ერქვა მაშინ. ახლა ნახევრად ღია ჰქვია და ნომერიც სხვა აქვს,”მეჩვიდმეტე” თუ არ ვცდები.

მოკლედ, ერთი პატიმარი იჯდა ჩვენთან.. 4 წელი მოიხადა და გამოიძახეს გასანთავისუფლებლად. კარგი კაცი იყო… ხოდა, მთელი ზონა ვაცილებთ. გახარებული გვემშვიდობებოდა… ჩვენც ვულოცავდით და ვემშვიდობებოდით. მოკლედ გადაიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში და გაანთავისუფლეს. ეს ხდება დილას, სადღაც 12 საათზე.

ზონაში გაგრძელდა ცხოვრება. იმ დღეს შევედი “სახლში” და შუადღისას დავიძინე.. ვიღვიძებ და ჩემი “საკამერნიკი” მეუბნება: თემო იცი რა მოხდა ტო?
რა? – ვეკითხები. დილას დავითა რომ გავაცილეთ, ისევ ზონაში მოიყვანესო…
რატომ?- ვიკითხე.

გაუფორმეს ყველაფერი, მისცეს “სპრავკა ასვაბაჟძენია” და როგორც კი ზონის კარებიდან გავიდა, დახვდა პატრული. წაუყენეს ახალი ბრალდება, დაადეს ბორკილები და გადაიყვანეს სასამართლოშიო…
მერე? – ვეკითხები გაოცებული.

მერე მისცეს ისევ მეორე 4 წელი და ისევ აქ მოიყვანესო…
ესეიგი, ელოდებოდნენ როდის გამოვიდოდა, რომ ისევ უკან შეებრუნებინათ რაღაცა შეთითხნილი ბრალდებით…

ვნახე ეს პატიმარი. გაქვავებული იყო… ხმას ვერ იღებდა… ვეუბნები: მესმის ძმა შენი, მაგრამ ხომ ხედავ რეები ხდება ციხეებში?… უფალს მადლობა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ მეთქი..

კი თემო, რაზეა ბაზარი, მაგრამ ერთი დღე მაინც ეცდიათ, მეუღლეს და ბავშვებს მოვინახულებდი და ჩავიხუტებდიო და თვალზე ცრემლი მოადგა… თან თავს იკავებდა, ერიდებოდა…

ხოდა აი ის კაცი, “გამოძალვაზე” იჯდა… ფული უსესხებია “ახლობლისთვის” 5 000 ლარი და მასტი არ აბრუნებდა… დაურეკავს ტელეფონზე და შეხვედრა უთხოვია კულტურულად: დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთო. იმ “კეთილშობილს” შეშინებია და სამართალდამცავებთან ერთად დახვდა სვიდანიაზე… ფულს მძალავსო.. მოკლედ დააჭერინა…

მოიხადა ეს 4 წელი და ისევ შემოატრიალეს, ისევ 4 წლით…  ხოდა ახლა თქვენ თქვით: უნდა ვინერვიულო მიშას შექმნილი ბოზური შენაერთის “კმარას” ლიდერის ბედზე? ვერანაირად! ის ადამიანი აღარ მინახავს მას შემდეგ. მე მოვიხადე სასჯელი, გამოვედი… ის კი ისევ ზონაში დარჩა..“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved