• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 შვილის მამის მკვლელობისთვის მერიის მაღალჩინოსანი, კალაძის ნათესავია დაკავებული – ქუჩაში სისხლიანი გარჩევის დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:08 02-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25,330

31 იანვარს, ლილოს დასახლებაში, რესტორან “კახელებთან”, 4 შვილის მამა, 47 წლის თემურ ტოლიაშვილი მოკლეს. მას ცეცხლი პირდაპირ ქუჩაში გაუხსნეს. ადგილობრივები მედიასთან ჰყვებოდნენ, რომ მამაკაცი, რომელიც შუა ქუჩაში, იარაღიდან ისროდა, მათ უბანში მანამდე არასოდეს უნახავთ და იგი ნომრებმოხსნილი მანქანით იყო მისული, რამაც თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ წინასწარ მოემზადა შურისსაძიებლად.

თემურ ტოლიაშვილი ბიზნესმენი იყო, რამდენიმე პატარა ბიზნესის მფლობელი. “ალიას” წყაროს ინფორმაციით, გარჩევა სწორედ ბიზნეს წილებს, ე.წ. “კრიშას” და მისთვის გადასახდელ ფულს ეხებოდა.

“ალიას” შეატყობინეს, რომ ადამიანი, ვინც თემურ ტოლიაშვილის, შუა ქუჩაში, არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი მიყოლებით, თბილისის მერის, კახა კალაძის ნათესავი და თბილისის, საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავაა.

ლუკა კანკავა კახა კალაძის მეუღლის, ანუკა არეშიძეს დეიდაშვილია.

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, კახა კალაძეს წლებია ნეპოტიზმში ადანაშაულებს, არაერთი წერილი და ანგარიში მიეძღვნა ამ ფაქტს, ჯერ იყო და კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე დაინიშნა მერიაში თანამდებობაზე, შემდეგ ასევე ანუკა არეშიძის ბიძა, ბესიკ ჭუმბურიძე–დოლიძე დაწინაურდა, მალევე მერიის მაღალჩინოსნად მოგვევლინა ლუკა კანკავაც.

კახა კალაძის გარემოცვას რეკეტში და დანაშაულში პირველად არ სდებენ ბრალს, რამდენიმე წლის წინ, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე მას და მის ოჯახს ხალხს უგზავნიდა და ემუქრებოდა:

“​იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს ნადირობა და მუქარა… ერთი ადამიანის პირით შემომითვალა გიორგი არეშიძემ მე, რომ საერთოდ თავი დაანებეო. შენ მართალი ხარ თუ მტყუანი, ტელევიზიები ჩვენი არისო და შავ პიარს აგიგორებთო. ამ თემაზე მე საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ივსება იქ, როცა ოჯახის წევრს, თან ქალს, მეუღლეს ვიღაც ქუჩაში დახვდება და დაემუქრება.”

კალაძემ მაშინ სოსო ჯაჭვლიანის სიტყვებს სისულელე უწოდა.

რაც შეეხება ლილოში მკვლელობას, “ალიას” წყარო უყვება, რომ ლუკა კანკავა არაერთხელ ჰყავთ შემჩნეული “იარაღის ფრიალში”.

“პირველი შემთხვევა არაა, როცა მერიის მაღალჩინოსნებით, კალაძის კლანი, ბიზნესს ატერორებს. ამბავი არ უნდა “გამსკდარიყო”, სამაგიეროდ, ლუკა უნდა ჩაბარებოდა თავისი ფეხით და იარაღიც უნდა ჩაებარებია. სანაცვლოდ, სასჯელის შემსუბუქებას დაპირდნენ და უთხრეს, რომ რეალურად, ბევრად ადრე გამოუშვებენ, ამნისტიით ან შეწყალებით. თუმცა, ლუკასთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს, ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ის ადამიანები, ვინც მასთან პირობა დადო, იმ თანამდებობებზე აღარ იქნებიან, ამიტომ, სჯობს ახლა თქვას სიმართლე, საკუთარი ინიციატივით ისროდა, თუ დავალებას ასრულებდა, რას სთხოვდა თემურს კონკრეტულად, ბევრი რამ იცის კალაძის კლანზე და სწორედ ახლაა ამის მოყოლის დრო”, – ამბობს წყარო “ალიასთან”.

“ალიამ”, ცხადია, კომენტარი სთხოვა მერიას. მერიას მომხდარი არ უარჰყვია, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ საქმეს შსს იძიებს, განგვიცხადეს, რომ კომენტარს გააკეთებს შსს. 

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ლუკა კანკავას, წინა დღის თარიღით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დააწერინეს განცხადება, თუმცა, სოციალურ ქსელში, მას სამუშაო ადგილად ისევ მერია აქვს მითითებული და გარდა ამისა, როცა მერიას ვეკონტაქტეთ, უწყებას არ უთქვამს, რომ იგი მათი ყოფილი თანამშრომელია და არა მოქმედი. 

შსს ამბობს რომ ცხელ კვალზე დააკავა ორი პირი, ერთი, ის, ვინ ისროდა და მეორე, ვინც შეესწრო მომხდარს და არ განაცხადა. შსს ამბობს, რომ ეს განზრახ მკვლელობაა და 15 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

შსს ამბობს, რომ შელაპარაკება მოხდა, თუმცა, რას მოჰყვა შელაპარაკება, რა საქმე ჰქონდა საბურთალოს გამგებლის მოადგილეს წვრილ ბიზნესმენთან, – არ აკონკრეტებს. შსს არც იმას ამბობს, როდის მოხდა შელაპარაკება და რამდენი დღის შემდეგ გაემართა ლუკა კანკავა შურის საძიებლად.

შსს წერს, რომ თემურ ტოლიაშვილი, რომელსაც ლ.კ.–მ არაერთი ჭრილობა მიაყენა, სწორედ ამ ჭრილობების შედეგადაა მოკლული. ამას იმიტომ ვაკონკრეტებთ, რომ ზოგ მედიაში უკვე გაჩნდა ვერსია, რომ თემურ ტოლიაშვილმა თავის გადარჩენა, გაქცევა სცადა, რა დროსაც ავტოავარია მოუვიდა, დასუფთავების მანქანას შეეჯახა და იმედია, პროკურორი არ გეგმავს ამ ვერსიის განვითარებას. ავარია შეიძლებოდა მომხდარიყო იმის გამოც, რომ მძღოლი ვეღარ აკონტროლებდა საჭეს, თუმცა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ავარია, შსს თავად აცხადებს წერილში, რომ თემური დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით. ადგილზევე, თავისივე ავტომობილში.

ფაქტია, მერიის მაღალჩინოსანი უკვე ქუჩებში ადამიანს მანქანაში ესვრის, და ეს მკვლელობა, ბევრმა შეადარა 90–იანი წლების მკვლელობებს, ადამიანების ქუჩებში დაცხრილვებს, განუკითხაობას, დაუსჯელობას.

ფაქტია, 4 ბავშვი მამის გარეშე დარჩა.

ფაქტია, ამბავი არ გახმაურებულა.

ფაქტია, კალაძეს სამძიმარიც კი არ უთქვამს, იმ 4 ბავშვისთვის, ვისაც მამა მისმა ნათესავმა, მისი უწყების მაღალჩინოსანმა მოუკლა. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უწყება მოგვაწვდის კომენტარს, მასალა განახლდება. 

 

თეგები: კახა კალაძელუკა კანკავამერიასისხლიანი გარჩევა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved