• რეკლამა
  • კონტაქტი
10:39, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

 “4 შესაძლო სცენარი დასავლეთის მხრიდან, თუ კრემლმა ბირთვული იარაღი გამოიყენა” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:38 10-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
10 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:
– რუსების სარაკეტო იერიშებს უკრაინაში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. X101 ტიპის რუსულ რაკეტებს ცდომილება მაღალი არ აქვთ. ყველა მათგანი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა. რაც მიუთითებს რომ კრემლის მიზანი ომის დანაშაულების გამოყენებით მიზნის მიღწევა და ომის ამგვარი მოგება. მაგრამ მეორეს მხრივ, კრემლს ქალაქებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშით ძვირფასი რაკეტების გახარჯვისა და უკრაინელთა შიდა კონსოლიდაციის გარდა არაფერი მიუღია. რუსეთის დამარცხების აუცილებლობა, როგორც მაღალი პრიორიტეტი, ცივილიზებულ მსოფლიოში კიდევ უფრო გამყარდა.
– უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა რუსების მიერ რამდენიმე ტალღად გაშვებული რაკეტებისა თუ თვითგანადგურებადი დრონების ნახევარზე მეტი ჩამოაგდეს. ცუდი შედეგი არ არის. მიუხედავად ამისა ეფექტური იარაღის დეფიციტი მაინც შესამჩნევია. უკრაინას სჭირდება უფრო მეტი და უფრო დახვეწილი საჰაერო თავდაცვის შეიარაღება. გერმანია იძლევა დაპირებას, რომ IRIS-T მალე უკრაინაში იქნება.
– განსხვავებით რუსული იერიშისა, რომელიც ტერორიზმის ყველა დამხასიათებელი ნიშნით იყო წარმართული და ომის დანაშაულად კვალიფიცირდება, უკრაინელებმა სამხედრო სამიზნეები დაბომბეს რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამიზნედ იქცა ყირიმში ქალაქ ჯანკოისთან არსებული რუსული სამხედრო ნაწილი და საწყობი. ქალაქ დონეცკში რუსული იარაღის საწყობები დაიბომბა. რუსეთში, ბელგოროდის რაიონში საზღვართან განადგურდა რუსული სამხედრო პოზიციები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. კურსკის რაიონში სამხედრო შტაბი იქნა დაბომბილი. ბრიანსკში საწვრთნელი ცენტრი გახდა სარაკეტო სამიზნედ. უკრაინელთა პასუხი საკმაოდ გონივრულია და “ტოჩკა-უ”-საც წინდახედულად ხარჯავენ. უკრაინელები სამიზნეებს ჭკვიანურად არჩევენ, ვიდრე რუსები, რომლებიც ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ცდილობენ საკუთარი გამარჯვების გათვლას.
– როგორც გუშინ მიმოვიხილავდი კრემლი აგრძელებს მძიმე ზეწოლას ბელარუსზე. ამ ეტაპზე სამი ტენდენციაა გამოკვეთილი: 1. ბელარუსი რუსეთს საკუთარი მძიმე ტექნიკის ნაწილს გადასცემს; 2. ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილების თავმოყრასთან ერთად საკუთარი სამხედრო ცოცხალი ძალის სასაზღვრო ზონასთან ახლოს განთავსებას აგრძელებს; 3. ბელარუსი საჰაერო სივრცეს უთმობს რუსეთს, რომლებიც უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისათვის იყენებს მას. ამ ფონზე, როგორც ჩანს ბელარუსი უშუალო ჩართვას ომში კვლავ ირიდებს თავიდან, თუმცა უკრაინელებს აიძულებს საზღვართან მობილიზებასა და იქ დარჩენას. მიუხედავად ამისა, სიტუაცია არაპროგნოზირებადად და ფეთქებადად რჩება და არც ის იქნება გამორიცხული მცირე დივერსიული ჯგუფებით რუსებმა საზღვრის გადაკვეთა და ჩრდილოეთიდან უკრაინაში შეჭრა კვლავ სცადონ.
– რუსები ბახმუტზე შეტევას აგრძელებენ. ქალაქის შემოგარენი დღეს ინტენსიური სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა. უკრაინელები პოზიციების დაცვას და მოწინააღმდეგის შეკავებას ახერხებენ.
– უკრაინულმა არმიამ ხერსონის რაიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურა.
– კრემლმა დღევანდელი იერიშების ფონზე მიანიშნა, რომ ყველანაირ დანაშაულზეა წამსვლელი. ამასთან, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა ინდიკატორია, რომ იგი კონვენციური მეთოდებით ომს ვეღარ იგებს. რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი ამ ეტაპზე მაინც ნაადრევია, მაგრამ დასავლელი მკლევარები დიდწილად თანხმდებიან, რომ ბირთვულ იარაღს სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ მინიმალური შედეგი ექნება მთელი ომის მიმდინარეობაზე და მხოლოდ დიდ პრობლემებს მოუტანს რუსეთს, ამიტომ მისი გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თუკი მაინც გამოიყენა კრემლმა ბირთვული იარაღი ანალიტიკოსები ოთხი შესაძლო სცენარის ალბათობას განიხილავენ დასავლეთის მხრიდან:
1. სიმეტრიული პასუხი – ბირთვულ იარაღზე ბირთვული იარაღითვე პასუხი რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
2. ასიმეტრიული პასუხი – რუსული სამხედრო პოზიციების კონვენციური იარაღით განადგურება. მათ შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშებით. ეს სცენარი მეტად სავარაუდოა.
3. უკრაინის გადაიარაღებით პასუხი – უკრაინისათვის უკლებლივ ყველა ტიპის შეიარაღების გადაცემა და ნების დართვა კიევისათვის, რომ ამ იარაღით რუსეთში, რუსულ სამხედრო ძალებზე იყოს განუსაზღვრელი ოდენობის იერიში მიტანილი. ეს ვერსია ყველაზე სავარაუდოა.
4. ბირთვული იარაღის გამოყენების გამო დასავლეთი დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებას და შეეცდება უკრაინის დაყოლიებას კომპრომისზე – ეს ვერსია თითქმის გამორიცხულია და გახსნის პანდორას ყუთს დაპყრობითი ომებისა და ბირთვული იარაღების გამოყენების კუთხით.
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved