• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 პოლიციელი ამტკიცებს, რომ ნახეს, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს

ალია ავტორი - ალია
13:40 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

ტვ პირველი აქვეყნებს იმ პოლიციელების გვარებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, როდესაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა.

ახლა სინდისის პატიმარი ჟურნალისტის წინააღდეგ საქმეში ოთხი მოწმეა, ერთ სტაჟიანი და სამი ახალბედა პოლიციელია.

ერთ-ერთი არჩილ ანთაძეა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ ირაკლი დგებუაძეს სილის გაწნის შემდეგ ლოყა და ყური გაუწითლდა.

ანალოგიური ჩვენება მისცა გამიძიებას ამავე განყოფილების დეტექტივმა, ცოტნე ქართველიშვილმა. 

საქმეში ასევე დევს ბათუმის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების, უბნის უმცროსი ინსპექტორის, დავით ანთაძის ჩვენება.

მეოთხე ჩვენებას რაც შეეხება, ის არის ვახტანგ ბოლქვაძის, რომელიც მართლწესრიგის უფროსი ოფიცერია.

მათივე ჩვენებები იდენტურია, როგორც წინადადების წყობით, ისე პროცესის აღწერის თანმიმდევრობით.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved