• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მამაკაცი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის და გირაოს ითხოვს

ალია ავტორი - ალია
19:51 10-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

„ის ფაქტი, რომ მე აქ ვარ, ეს ძალიან დიდი დანაშაულია უკვე ჩემთვის. ყველაფერი ადამიანებს შორის კეთდება იმსითვის, რომ იყოს სიკეთე და არ იყოს ბოროტება. ჩემი მხრიდან, ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დიდ უხერხულობას ვგრძნობ, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდეს იქ, სადაც მე უნდა ვიყო, კამერაში. დამატებით კარების გაღება და ა.შ. პროცედურულადაც ჩემი მკურნალობის წესი, წამლები და კამერაში მყოფი ხალხის უხერხულობა ჩემ გამო. საათნახევარში ერთხელ მაინც უნდა ავდგე და რაღაცები გავაკეთო.
ჩემს დასაკავებლად მოსულებს ვუთხარი, რატომ ამდენი ხარჯი, თვითონ მოვიდოდი.

იქ რომ ვიყავი [აქციას გულისხმობს], იქაც უხერხულობა იყო უკვე ჩემთვის და ნახევარ საათში სახლში ვიყავი. თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება.
ვერსად მე ვერ გავიქცევი. 63 წელი აქ ვიცხოვრე.

იქნებ მე რამე მართლა დავაშავე. პასუხს ვაგებ. მაგრამ არაფერზე ხელი მე არ მომიკიდია. აბსოლუტურად არაფერზე. ესაა და ეს”, – განაცხადა სასამართლოზე ალექსანდრე გოგოლაძემ.

განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამაც. მან მოსამათლეს სთხოვა, რომ გაითვალისწინოს ალექსანდრეს პიროვნება, ასაკობრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი წარსული.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, მაგრამ ის არცერთ სტრატეგიულ ობიექტზე არ შეჭრილა. ვიდეო-ჩანაწერშიც მისი იქ ყოფნა დასტურდება. ხალხის მასა იყო დიდი და გადაადგილდებოდა მათთან ერთად.
ის არავის იცნობს, მათ შორის აქ მყოფ პირებს. არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა არასდროს. ლაპარაკი ზედმეტია, რომ იცნობს ბატონ პაატა ბურჭულაძეს და სხვებს.

ის არ არის ნასამართლევი. საპენსიო ასაკს მიღწეული პირია. არანაირი სიმპატია და ანტიპატია არ გააჩნია პარტიების მიმართ. როგორც გულანთებულმა ქართველმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ყოფილიყო აქციაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და გადმოგცემთ ფორმა 100-ებს. მას აქვს ავთვისებიანი სიმსივნე და ყოველდღიურად იღებს მძიმე მედიკამენტებს. რამდენიმე თვის წინ გადატანილი აქვს გულის ინფარქტი. ვერ ვხვდები, რა საჭიროებას წარმოადგენს მისი პატიმრობაში ყოფნა.

მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ დადასტურდება, რომ ჩადენილი აქვს ძალადობა ან რამე სხვა, კანონის სრული სიმკაცრით მზად არის, რომ აგოს პასუხი. პატიმრობაში ყოფნა მისი სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იქნება. ვერ მიიღებს სათანადო მკურნალობას. გთავაზობთ გირაოს სახით 10 000 ლარს. თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, თავად განსაზღვროს თანხა და გამოიყენოს აღკვეთის სხვა ზომებიც.“ (ბათუმელები)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved