დღეიდან, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.
მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები.
გადაწყვეტილება გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, პროცესი განახლდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სკოლებსა და ბაღებში.
თუმცა, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ბავშვმა სწავლა ონლაინ რეჟიმით გააგრძელოს, ამის შესაძლებლობა ისევ ექნებათ, შეუძლიათ მიმართონ სკოლებს და დარეგისტრირდნენ დისტანციურ სწავლებაზე.
კომენტარები