• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

ალია ავტორი - ალია
18:15 11-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მე სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც გერმანულს ვსწავლობდი და კარგადაც ვიცოდი, იყო დრო, ახლა მხოლოდ ლექსიკონით შემიძლია რამის გაგება. თუმცა, ყველაზე სასაცილო მაინც ის ფრაზა იყო – „დას ბუხ ბახ ბუხ“– წიგნის დავარდნას ნიშნავს ქართულადო, რომ მოიგონეს და კი არ ვიცი, ვინ და როდის, მაგრამ აგერ, ამდენი წლის მერე მახსოვს და ისევ გამეღიმა.

ამბობენ, რომ გერმანული რთულია. შენ არ იცი, როგორი რთულია მცენარის მცენარეზე დამყნა, სანამ ისწავლი. ან თონეში პურის დაცხობა, – ყველაფერიც რთულია, რაც არ იცი, მაგრამ ამდენმა გერმანელმა თუ ისწავლა გერმანული, შენ რაღატომ ვერ ისწავლი? სერიოზულად კი, გერმანულზე ამბობენ, რომ გონებას ავარჯიშებს და გულს ათბობს, გერმანული გონებას სწორედ იმ ე.წ. სირთულით ავარჯიშებს, გულს კი ათბობს, – ესა სილამაზე წესრიგში.

იმასაც ამბობენ, რომ გემოვნებას ცვლის და ეს ტყუილია, მას ცხოვრების სტილის შეცვლა შეუძლია და არა გემოვნების.  სიღრმით ჩემთვის ქართულს ჰგავს, გერმანული არაა მხოლოდ სიტყვები, აზროვნების ფორმაა და ალბათ, ამიტომაც არიან გერმანელები ერთ–ერთი ყველაზე მოწერიგებულნი.

თუ  შვილს მათემატიკური აზროვნება გინდა განუვითარო, თუ გყავს მეგობარი, ახლობელი, ვინც ძალიან ფეთქებადია და მეტი სიმშვიდე სჭირდება გადაწვეტილებების მისაღებად, თუ მეტად გინდა გაიღრმავო აზროვნება – გამოიყენე გერმანული, როგორც თერაპია, ზემოთ ჩამოთვლილის მიზნების მისაღწევად. 

ამბობენ რომ ცივი ენაა, თუმცა არა, ის უბრალოდ ძალიან ზუსტია. მაგალითად, მონატრება ბევრნაირად შეუძლია თქვას და სპეციალური სიტყვა აქვს ასევე, რომელიც ნიშნავს მონატრებას ადგილისადმი, სადაც არასოდეს ყოფილხარ და გინდა წახვიდე. ასევე, სპეციალური ერთი სიტყვა აქვს შინაური, ოჯახური სიმყუდროვის გამოსახატად. 

გერმანული ენის გრამატიკას უამრავი მითი ახლავს, რანდენიმე, მოდი, დღეს დავამსხვრიოთ:

მითი 1: გერმანულის გრამატიკის სრულად შესწავლა შეუძლებელია

სამი სქესი, დროები, გრძელი სიტყვები, ისმენ წინადადებას და ბოლოს გესმის უარყოფა და შენი გონება თავიდან იწყებს წინადადების გადაწყობას – მაგალითად, მე წავედი ჩემს ძმასთან ერთად კონცერტზე, არა. ისმენ წინადადების ბოლოს ამ არას და ფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლოა. ითვლება, რომ გერმანული გრამატიკა იდეალურად სასტიკია. სწორედ ესაა მისი სიმარტივის გასაღები, იდეალურობა მან მოიპოვა არა ქაოსით, ცხადია, რომელიც გაბნევს ხოლმე, არამედ კანონზომიერებით და ამ კონკრეტულ კანონზომიერებას როგორც კი დაგანახებს პროფესიონალი, ყველაფერი მარტივდება. 

ჩემი თუ არ გჯერა, ლოგიკურად დაფიქრდი, როგორ შეიძლება, რამე, რაც იდეალურად წესრიგშია, იყოს რთული? როგორც კი სწორ კარადას გამოგაღებინებს სპეციალისტი, ყველაფერი თავის თაროზე გხვდება ამ ენაში.  ეს როგორ შეიძლება იყოს რთული ან გაუგებარი?

არ დაგავიწყდეს მთავარი – გრამატიკის სწავლა არაა მიზანი, ის მხოლოდ ინსტრუმენტია ენის სრულფასოვნად სწავლისთვის, ამას თუ გაიაზრებ, ბევრად გაგიადვილდება. 

მითი 2: გერმანული სიტყვები ცუდად დასამახსოვრებელია

ამის მთქმელს ჭრიჭინა ჭრიჭინებს უნდა ათქმევინო და მერე ის, თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა. 

კი, გერმანულში მართლაც გრძელი სიტყვები გხვდება და რომ უყურებ, ფიქრობ, ამას რა წაიკითხავს და მერე რა გაიგებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სიტყვები თავად გიყვებიან საკუთარ მნიშვნელობაზე და მთავარია, პროფესიონალმა სწორად დაგანახოს ეს გზა, სწორ დროს გასწავლოს ესა თუ ის სიტყვა. მაგალითად – die Krankenversicherung = Kranken- (ავადმყოფობა) + Versicherung (დაზღვევა) – დანიშნავს ჯანმრთელობის დაზღვევას. ან ხელთათმანი, დაახლოებით იგივე პრინციპითაა აწყობილი. გამოდის, რომ გარკვეულწილად, რამდენიმე მარტივი სიტყვიდანაა აწყობილი რთული სიტყვები, რაც მის დამახსოვრებასაც ამარტივებს, გაგებასაც  და წაკითხვასაც. 

მითი 3: გერმანულის სწავლა მხოლოდ სკოლის ასაკის ბავშვებს და თინეიჯერებს შეუძლიათ

ზოგადად, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ასაკი არ არის ბარიერი არც ერთი ენის შესწავლისას, სურვილი, მუშაობა სწორი განრიგით და კარგი პედაგოგი – სულ ესაა რაც გჭირდება. ჩემი მეგობრები, 52 და 55 წლის წყვილი ახლა სწავლობენ გერმანულს, თავიდან ცოლი სჯობდა და კაცს მეტი მეცადინეობა სჭირდებოდა, ბრაზდებოდა ხოლმე, ის რა მალე სწავლობსო, სამაგიეროდ, მალევე ქმარმა აჯობა და აღმოჩნდა, ის, ვინც 5 წუთში სწავლობს 15 წუთში ივიწყებს, ახლა ერთად მეცადინეობენ და ერთნაირ სტადიაზე არიან ენის ცოდნის. 

მითი 4: გერმანულის სწავლას წლები სჭირდება

ენის სრულფასოვნად სწავლას მართლაც წლები სჭირდება, მაგალითად, ისე რომ ისწავლო გერმანული, რომ გერმანულად დაწერო სადოქტორო ნამუშევარი და დაიცვა, კი, ამას ნამდვილად სჭირება წლები, მაგრამ რომელიმე ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევას, – სულაც არა, მაგალითად, პირადი საუბრები და კომუნიკაცია, ბევრად მოკლე დროში შეგიძლია აითვისო, ან, დავუშვათ ექიმი ხარ და სპეფიციკური ყოველდღიური ლექსიკონი გაქვს – მაგისთვის ცალკე პროგრამაა. 

კარგი პროფესიონალი აუცილებლად მოგირგებს პროგრამას ისე, რომ მალე და ხარისხიანად ისწავლო. 

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

ძირითადი წესებით დაიწყე გრამატიკაში, მაგალითად, გერმანულში 4 ბრუნვაა, პირველი და მეორე პირველ რიგშივე უნდა ისწავლო, ისევე როგორ მათი გამოეყენება, მესამე და მეოთხე შემდეგ შეიძლება დაამატო. 

სიტყვებთან ერთად აუცილებლად ისწავლე მათი არტიკლები. ეს შემდგომში ძალიან გაგიადვილებს მუშაობას.

გრძელი სიტყვები დაყავი კომპონენტებად, გაიაზრე და ასე მისი დამახსოვრება გაადვილდება,

დაიმახსოვრე, შეცდომა არის ნაბიჯი წინ, რადგან შეცდომას თუ დაინახავ, გაანალიზებ, ეს მისი გამოსწორების წინაპირობაა, ამიტომ არ შეგეშინდეს შეცდომების, 

ზემოთ ვთქვი, რომ გერმანული, მართალია სიზუსტით გამოირჩევა, მაგრამ სულს ათბობა, იმიტომ რომ იმისთვის, რათა შეექმნათ სიტყვები, რომლებიც ყველანაირ ადამიანურ ემოციას, გრძნობას გადმოცემდნენ, გერმანელებს უამრავი შრომა აქვთ გაწეული. 

მაგალითად – Lebensfreude – სიცოცხლის სიხარულია. არადა, სიტყვა – სიცოცხლეც აქვს ენას და სიხარულიც. ეს სიტყვა გახსენებს, რომ ბედნიერება და სიცოცხლე დეტალებში, იქნება ეს მზიანი დილა, თუ გემრიელი ყავა, ან ღიმილი საყვარელი ადამიანის. 

ან Mut – გამბედაობა – ეს სიტყვა ნიშნავს გაბედო ცვლილება, გაბედო თავისუფლება, გაბედო სიყვარული, გაბედო ცხოვრება. 

რეალურად, რაც უკეთ იცი გერმანული ენა, მით მეტად ხვდები, რამდენი და რამდენნაირი ემოცია გაქვს, თურმე.

თუმცა, გერმანული ენისადმი შთაგონება მაინც იწყება ამ სიტყვით:
Leben — ცხოვრება.
lieben — სიყვარული.

და თუ შენთვის არაფერს ქონდა მნიშვნელობა, რაც ზემოთ დავწერე, მოდი, 5 ყოველდღიურ ფრაზას მაინც გასწავლი: 

Wie geht’s? — როგორ ხარ?
Alles klar. — ყველაფერი კარგადაა, ასევე გამოიყენება მნიშვნელობით ყველაფერი გასაგებია
Ich verstehe nicht. — არ მესმის, ვერ გავიგე,
Können Sie das wiederholen, bitte? — შეგიძლიათ გამიმეოროთ, გეთაყვა?
Wie viel kostet das? — რა ღირს ?

როგორ და სად უნდა იპოვო პროფესიონალი?

ჩემი მეზობელი ფრანგულში ამზადებს და იქნება, გერმანულიშიც კი შესძლოს, არა, ვითომ? იცი, ჩემი მეგობრის შვილი სკოლაში სწავლობს გერმანულს, მართალია, რამდენიმე წელია არც კი ჰქონია შეხება, მაგრამ დაჯექით და ერთად გაიხსენებთ და ისწავლით. გერმანულ ენაზე კინოებს რომ უყურო? – მსგავსი რჩევები მტრებისთვისაა, მეგობრებს დროის, ფულის კარგვას, წვალებას არ ურჩევენ, ასე მგონია. 

მე მოგცემ ახლა ბაზას გერმანული ენის პროფესიონალურად მცოდნე კადრების,  სადაც გერმანული ენის პედაგოგი შეგიძლია შეარჩიო სქესის, ასაკის, საცხოვრებელი უბნის მიხედვით, ბათუმში გინდა, თბილისში, თუ ქუთაისში – მაგის მიხედვითაც, შემდეგ გაესაუბრო შერჩეულ პედაგოგებს, რომელთანაც თავს უფრო უშუალოდ და გახსნილად იგრძნობ, შედარებით, ალბათ, ის უნდა შეარჩიო. არ დაგავიწყდეს კომენტარების წაკითხა, იქ მათი ისტორიებია, ვინც უკვე ისწავლეს ამ ადამიანებთან. 

დაიმახსოვრე –  წინასწარვე უთხარი რა გსურს – ჯგუფური მეცადინეობა, თუ ინდივიდუალური, იქნებ, ონლაინ? კვირაში რამდენი დღე და როგორი ტემპით, სრულფასოვნად გსურს სწავლა, თუ მხოლოდ სასაუბროსი, იქნებ, სპეფიციკური, პროფესიული ტერმინების ცოდნა გჭირდება? – ამ ყველაფერს თუ არ ეტყვი – ფასსაც ვერ გეტყვის, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები განსაზღვრავენ ზუსტად ფასს. 

აქვე, პატარა ხრიკს გასწავლი, როგორ ამოიცნო პროფესიონალი – უთხარი, რომ როგორც გაიგე, გერმანული ენის გრამატიკა ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია – თუ დაგეთანხმა, სამწუხაროდ, ცუდის ნიშანია, თუ გითხრა, რომ არა, ეგრე არაა და რომ სპეციალური ტექნიკებით, გარკვეულ კანონზომიერებას როგორც კი დაინახავ, მარტივდება – ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. შეიძლება ზუსტად იგივე სიტყვებით არ გიპასუხოს, მაგრამ აზრი იგივე იქნება ნამდვილი პროფესიონალისგან, რადგან სხვა სიმართლე გერმანული ენის გრამატიკაზე არ არსებობს, მხოლოდ ეს ერთი სიმართლეა და ათობით მითი.

გისურვებთ წარმატებებს ყველას, ვისაც გერმანულის სწავლა გინდოდათ, მოგინდათ, ვინც იცით, ვინც ასწავლით და ვინც უბრალოდ, ინტერესისთვის წაიკითხეთ.  

 

(R)

თეგები: გერმანულიგერმანული ენაგერმანულის მასწავლებელიგერმანულის პედაგოგიგერმანულის სწავლა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved