• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ისტორია წულუკიანზე – “რამხელა ბოღმა და ბოროტება უნდა იყო, რომ ეს გააკეთო… ავადმყოფია” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
20:15 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

“არ დავბერებულვარ, წულუკიანი პირადად არასდროს მინახავს, მაგრამ მასზე გასახსენებელი საკმაოდ დამიგროვდა.

რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის წიგნების გამოცემის ჟანრიდან:

შემთხვევა №1

საქართველოს ეროვნულ არქივში ძალიან კარგი ადამიანები დემოკრატიული რესპუბლიკის ალბომს აკეთებდნენ. მთხოვეს დახმარება. მე ვუთხარი რომ მხოლოდ ეროვნული არქივის მასალებით წიგნი ღარიბი გამოვა, უამრავი მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, პირადად მეც მაქვს და ბევრ სხვა ადგილას იძებნება. ამიტომ, იქნებ ეს ყველაფერი შევკრათ და გამოვცეთ-თქო.

რაზეა საუბარიო და ვიმუშავეთ წიგნზე, შეიკრა გადასარევი მასალა, მაგრამ წიგნი თურმე ცენზურას გადის. წულუკიანი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და არქივი მის უწყებას ექვემდებარებოდა. ამ ქალბატონმა ბრძანა, რომ მხოლოდ ეროვნული არქივის მასალებით უნდა გამოვცეთო. არქივის თანამშრომლები ძალიან შეწუხდნენ, ბევრი ბოდიში მიხადეს, რა ვქნათო…

წიგნი ძალიან გაფუჭდა. მე ასეთ წიგნზე ჩემი სახელის დაწერა არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი მათი ბრალი არაფერი იყო და კიდევ მეტ უხერხულში არ ჩავაგდე.

წარმოუდგენელია პოლიტიკოსის მხრიდან სამეცნიერო შინაარსობრივ საკითხებში ასეთი ჩარევა, წარმოუდგენელი;

შემთხვევა №2

ეროვნული არქივი კიდევ ერთ წიგნს გამოსცემდა, ისევ პირველ რესპუბლიკაზე. გამზადდა წიგნი და არ დაადგა საშველი გამოცემას. მოვიკითხე რა ხდებათქო. მინისტრთან არის და თანხმობა უნდა მოგვცესო. ნახევარი წელი იცადა წიგნმა, სანამ მინისტრმა მოიცალა. იქ სასვენი ნიშნების ამოკლება-ჩამატება ბრძანა, რომ თანამშრომლებს დაენახათ, ყველაფერს ვაკონტროლებო.

მინისტრი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ექვემდებარება და ამდენი საქმე აბარია, რისთვის იცლის?! ვინ ეკითხება?! მაგრამ აბსოლუტური ძალაუფლების წყურვილი კლავს.

ადამიანს, მათ შორის მინისტრს, არ შეუძლია საფუძვლიანად განიხილოს დღეში მაქსიმუმ 7-8 თემაზე მეტი. ამიტომ, მინისტრთან მხოლოდ ის საკითხები უნდა შევიდეს, რომლებიც მის გარეშე ვერ წყდება. დანარჩენი თემებისთვის არიან მოადგილეები, დეპ უფროსები, სსიპ დირექტორები, მეცნიერები და სპეციალისტები. აი ყველა ამათ საქმის გაკონტროლება პირადად რომ გინდა, ამ დროს სამინისტროს საქმიანობაში დგება უსაშველო საცობი და ეს გრძელდება წლები;

შემთხვევა №3

ეროვნული არქივი დღესაც არის მკითხველისთვის ყველაზე დახურული და არაკომფორტულად სამუშაო სივრცე, სადაც პირადად მე კვლევა მიწარმოებია. ეს არაერთ ქვეყანაში გამიკეთებია და ვიცი რა არის საუკეთესო პრაქტიკა. სხვებმაც იციან. ამიტომ, შევყარეთ საქართველოზე მომუშავე უამრავი დასავლეთელი მეცნიერი და შევადგინეთ პეტიცია. ვითხოვდით საარქივო მასალების საკუთარი აპარატით გადაღების უფლებას და საბჭოთა საარქივო მასალებზე წვდომის დაშვებას. ქოცი დეპუტატებიც კი გვიჭერდნენ მხარს საპარლამენტო განხილვებისას.

ქალბატონმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ჩაგვიგდო. მას უბრალოდ ეზიზღება განსხვავებული აზრი და ყველგან კატასტროფა მიაქვს, სადაც მიდის;

შემთხვევა №4

ამაზე სატელევიზიო სიუჟეტები იყო. თეა წულუკიანი არის საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი პირადი ანტიპათიის ნიშნით საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გაშვებაში. ამ სასამართლოშიც კი, უსამართლოდ გათავისუფლებული ადამიანები იგებენ პროცესებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ განაცდურის კომპენსაციას. მაგრამ ყველა არ მიდის სასამართლოში და აქ ერთი ადამიანის შემთხვევა მინდა გავიხსენო, რომელიც ქრესტომათიულია.

ახალგაზრდა კაცი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს პრ დეპარტამენტში უბრალო ოპერატორად. ერთ დღეს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქოსთვის, 25 მილიონის ზემოთ, დამატებით ნახევარი მილიონი ლარი გამოეყო. ეს ის შემთხვევაა, სპირიდონმა რომ ფული შეჭამა და ბავშვთა სახლში ბავშვები რომ მშივრები დარჩნენ და საიდანღაც უნდა მოეტანათ ფული. მოიტანეს ჩვენი ჯიბიდან.

ამაზე ამ კაცმა კრიტიკული ფეისბუქ პოსტი დაწერა. მინისტრმა მას (ოპერატორს!) პირადად დაურეკა, გაუბრაზდა და ამცნო სამსახურიდან გათავისუფლება.

რამხელა ბოღმა და ბოროტება უნდა იყო, სიამოვნებას იღებდე ადამიანის ბედის გაუკუღმართებაში პირადი მონაწილეობით, რომ მინისტრი ადგე და ოპერატორს პირადად დაურეკო. ავადმყოფია!

სამწუხაროდ ამ ადამიანმა არ იჩივლა და ეს ძალიან კარგი კაცი ახლა ემიგრაციაშია. ის ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა.

ეს ყველაფერი მოხდა ჩემს თვალსაწიერში და ჩემს თავს, ისე რომ წულუკიანი არც კი მინახავს.

ახლა ის მივიდა სფეროში, სადაც ალბათ ყველაზე მეტი ღირებულებითი მოწინააღმდეგე ყავს. ეს დაახლოებით ის გარემოებაა, ჯაბა იოსელიანი რომ დაგვენიშნა სამეგრელოს გუბერნატორად. ალბათ უარესიც.

შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია რაც ახლა ხელოვნების მუზეუმისა და ლიტერატურის მუზეუმის თავს ხდება. მშვიდობა ამ სფეროში არ იქნება, სანამ ქნ.-ი წულუკიანი კულტურის მინისტრია.

“ზამთარი მოვიდა” და სფეროში მომუშავე გაბედული ადამიანების რეალისტური ამოცანა ვერ იქნება, რომ წულუკიანს მოუგონ. არა, ისინი პოლიტიკურად მას ამ სახელმწიფოში ვერ მოუგებენ. ბრძოლა არის იმისთვის, რომ გაუძლონ და მას რაც შეიძლება ნაკლების გაფუჭების საშუალება მისცენ, სანამ ის მინისტრია. ეს იმ იმედით რომ რაღაც ეტაპზე მორიგი სამთავრობო კარუსელით მას სადმე სხვაგან გადანიშნავენ.

გამძლეობა გისურვებთ, მეგობრებო!

თქვენ, ვინც წინააღმდეგობას სწევთ, ყველანი დისიდენტები ხართ. დაგვავალეთ და ჩვენ ყველანი უნდა დავვალდეთ რომ თქვენ მარტოები არ დარჩეთ.”

თეგები: ბექა კობახიძეთეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved